top of page

ხელშეკრულების დადებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი პირობები

ბოლო განახლების თარიღი: 31 დეკემბერი, 2018

 

წინამდებარე ხელშეკრულება, ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი პირობები და მოცემული სამართლებრივი მნიშვნელობის ინფორმაცია გამოიყენება შპს „ქარუ“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი: 439415615, ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზ. №140, მაუდის ქარხნის მიმდ., ელ. ფოსტა: info@caru.ge ) (შემდგომში „ქარუ“) კუთვნილ ვებ-გვერდზე  დომეინით: www.caru.ge (შემდგომში „ვებ-გვერდი“), და არეგულირებს ამ ვებ-გვერდის გამოყენებისგან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს. ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ აცხადებთ გამოუხმობად თანხმობას, რომლითაც ეთანხმებით წინამდებარე პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით ხელშეკრულების დადებასა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგად პირობებს, გთხოვთ, ნუ ისარგებლებთ ქარუს ვებ-გვერდით.

 

1. საქმიანობის ფორმა, შინაარსი და მიზნები

ქარუ არის ტექნოლოგიური სერვისის მიმწოდებელი კომპანია. მის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს ვებ-გვერდზე შექმნილი მოთხოვნითი პლატფორმის მართვა, რომლის მეშვეობითაც ქარუ ასრულებს შუამავლის როლს. ქარუს საქმიანობის მიზანია, რომ დავალებების ან შესყიდვების განხორციელების საჭიროებების მქონე ნებისმიერი პირი -ვებ-გვერდის მომხმარებელი (შემდგომში „მომხმარებელი“) დააკავშიროს  მესამე პირებთან (შემდგომში "ავტო-ასისტენტი“), რომლებიც ნებაყოფლობით განახორციელებენ მომხმარებლის მიერ მათთვის მინიჭებულ შესაბამის უფლებამოსილებას. ავტო-ასისტენტი წარმოადგენს დამოუკიდებელ/თვითდასაქმებულ პირს, რომელიც თანამშრომლობს ქარუსთან და მომხარებლის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგენს მომხმარებელს (წარმომადგენლობა შემდგომში წოდებული, როგორც „ავტო-ასისტანსი“) ავტოსერვისების განმახორციელებელ/ავტონაწილების გამყიდველ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. ავტო-ასისტანსის დროს  მომხმარებლის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვეულია
(იხ. ხელშეკრულება დანართი 1-ს სახით).  ავტო-ასისტანსის დროს ავტო-ასისტენტი ვალდებულია კეთილსინდისიერად განახორციელოს მინიჭებული უფლებამოსილება და მომხარებლისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე,  ავტო-ასისტენტსა და ქარუს შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

ყველა ზემო-აღნიშნულ შემთხვევაში ქარუ ასრულებს მხოლოდ შუამავლის როლს, შესაბამისად, არ შეუძლია აიღოს და არ იღებს პასუხისმგებლობას ავტო-ასისტანსზე, ავტოსერვისების განმახორციელებელი/ავტონაწილების გამყიდველი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მიწოდებული მომსახურებისა და პროდუქტის ხარისხზე.

 

2. ვებ-გვერდით სარგებლობა

ქარუს ვებ-გვერდზე შესვლითა და მისი გამოყენებით მომხმარებელი ნათლად აცნობიერებს და ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულების დადებასა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგად პირობებს, ამასთანავე, თანხმობას აცხადებს „კონფიდენციალურობის პოლიტიკასა“ და „ქუქი პოლიტიკაზე“.

 

3. ვებ-გვერდით სარგებლობის წინაპირობები

ქარუს ვებ-გვერდით სარგებლობისთვის აუცილებელია მომხმარებელი აკმაყოფილებდეს შემდეგ წინაპირობებს:

1) მომხმარებელი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის ასაკს მიღწეული, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ქმედუნარიანი ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირი წარმოდგენილი ფიზიკურის პირით;

2) მომხმარებელი შეკვეთის განთავსებით ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულების დადებასა და  ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგად პირობებს.

3) მომხმარებელმა ვებ-გვერდზე სწორად უნდა შეავსოს ყველა სავალდებულო ველი შეკვეთის განთავსებისას.

4) მომხმარებელი წარმოადგენს ავტომობილის მესაკუთრეს ან/და კანონიერ მფლობელს.

 

მომხმარებელი ადასტურებს და გარანტიას იძლევა, რომ ქარუსთვის მიწოდებული ინფორმაცია არის სრული, სწორი და ნამდვილი, ასევე, იღებს ვალდებულებას შეკვეთის განთავსების შემდგომ მიწოდებულ მონაცემთა ცვლილებების შემთხვევაში დროულად შეატყობინოს ქარუს ასეთი ცვლილების განხორციელების თაობაზე. ამასთანავე, მომხმარებელი ადასტურებს, რომ არის ავტომობილის მესაკუთრე ან/და კანონიერი მფლობელი.

 

4. შეკვეთის განთავსება, უფლებამოსილების მინიჭება და მისი პირობები

მომხმარებელი ვებ-გვერდზე შეკვეთის განთავსებით უფლებამოსილებას ანიჭებს ქარუს შეასრულოს შუამავლის როლი მომხმარებელსა და ავტო-ასისტენტს შორის, რაც გამოიხატება შემდგომში: ქარუ მომხმარებლის შეკვეთის შესახებ ინფორმაციას გადასცემს შესაბამის ავტო-ასისტენტს, მეორე მხრივ, შერჩეული ავტო-ასისტენტის საკონტაქტო ინფორმაციას უგზავნის მომხმარებელს მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მომხმარებლის მიერ შეკვეთის განთავსებისას მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე  და საჭიროების შემთხვევაში ასრულებს შუამავალი საკონტაქტო პირის როლს. შეკვეთის განთავსება ამავდროულად გულისხმობს ქარუს მიერ შერჩეული ავტო-ასისტენტისთვის უფლებამოსილების მინიჭებას გაუწიოს მომხმარებელს ავტო-ასისტანსი. უფლებამოსილების ფარგლებს (დავალებებს) მომხმარებელი უთითებს შეკვეთის განთავსებისას შესაბამის ველში.

შეკვეთის განთავსების შემდგომ უფლებამოსილების ფარგლების ცვლილება (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, დავალებების ოდენობის გაზრდა/შემცირება, დავალების შესრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება) შეუძლია მომხმარებელს ნებისმიერ დროს, რაც უნდა დასტურდებოდეს ავტო-ასისტენტსა და მომხმარებელს შორის  (ქარუს მიერ მათთვის დაგზავნილ საკონტაქტო ტელეფონებზე) მიმდინარე მოკლეტექსტური შეტყობინებებით  ან/და ავტო-ასისტენტსა და მომხმარებელს შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით, რომელზე ხელმოწერითაც მომხმარებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს ავტო-ასისტენტისთვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებას.

უფლებამოსილებების ფარგლების ცვლილება მომხმარებელს არ ათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისა და ნაკისრი ვალდებულებებისგან, რომლებიც გამომდინარეობენ ასეთ ცვლილებამდე ავტო-ასისტენტის მიერ უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ქმედებებისგან.

მომხმარებლის სახელით ავტო-ასისტენტის მიერ შერჩეული მესამე პირსგან მომსახურების ან/და პროდუქტის ყიდვამდე ავტო-ასისტენტი მომხმარებელს უგზვნის მოკლექტექსტურ შეტყობინებას   და  მომხმარებლისგან დასტურის გამომხატველი მოკლეტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ ყიდულობს ასეთ მომსახურებას ან/და პროდუქტს მომხმარებლის სახელით ავტო-ასისტენტის მიერ შერჩეული მესამე პირისგან. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ავტო-ასისტენტის მიერ მიწოდებულ საბანკო საანგარიშსწორებო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების გზით რიცხავს მომსახურების ან/და პროდუქტის ნასყიდობის საფასურს ავტო-ასისტენტის მიერ შერჩეული მესამე პირისგან ყიდვის მიზნით.

მომხმარებელი პასუხისმგებელია შეკვეთის განთავსებისას ან/და მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მითითებულ მისამართის სისწორეზე და ამით ათავისუფლებს ავტო-ასისტენტს არასწორი მისამართის მითითებით გამოწვეული დაყოვნებისგან და ნებისმიერი ზიანისგან.

 

5. ავტომობილის გადაცემა/დაბრუნება

საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლის შემდგომ ავტო-ასისტენტი მიდის მოხმარებლის მიერ მიწოდებულ მისამართზე დათქმულ დროს. მოხმარებელი საკუთარ ავტომობილს ან/და მის კანონიერ მფლობელობაში არსებულ ავტომობილს დროებით კანონიერ მფლობელობაში გადასცემს ავტო-ასისტენტს ამ უკანაკსკნელის მიერ ავტო-ასისტანსის  მიზნით, რაზედაც მხარეებს შორის დგება მიღება-ჩაბარების აქტი. ასეთი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას მომხმარებელი ავტო-ასისტენტს გადასცემს ავტომობილის ტექნიკურ პასპორტს, ავტო-ასისტენტი უზრუნველყოფს მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის ან/და ფოტოასლის გადაღებას. თუ შეთანხმებულ დროსა და ადგილას მოხმარებლი  ავტო-ასისტენტის მისვლიდან 30 წუთის განმავლობაში არ გამოცხადდება, ამ დროის გასვლის შემდგომ ავტო-ასისტენტს უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა, რის შესახებაც ის მომხმარებელს ატყობინებს მოკლეტექსტური შეტყობინების სახით.

იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის გადასაადგილებლად საჭიროა ევაკუატორი, ავტო-ასისტენტი იძახებს ევაკუატორს, რომლის ხარჯებსაც სრულად ფარავს მომხმარებელი.

ავტო-ასისტენტი მომხმარებელს უბრუნებს ავტომობილს მომხმარებლის მიერ პირველი მოთხოვნისთანავე მომხარებლის მიერ მითითებულ მისამართზე იმ დროის გათვალისწინებით, რაც საჭიროა ავტომობილის გადასაადგილებლად და გადაადგილებისთვის მოსამზადებლად (დაშლილი ავტომობილის აწყობა). იმ შემთხვევაში თუ ავტომობილის გადასაადგილებლად საჭიროა ევაკუატორი, ავტო-ასისტენტი იძახებს ევაკუატორს, რომლის ხარჯებსაც სრულად ფარავს მომხმარებელი. ავტომობილის დაბრუნებისას მომხმარებელსა და ავტო-ასისტენტს შორის დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელზე ხელმოწერითაც მომხმარებელი ადასტურებს, რომ ავტომობილი დაუბრუნდა სასურველ მდგომარეობაში, არ აქვს და არც მომავალში ექნება რამე სახის პრეტენზია ავტო-ასისტენტის მიმართ ავტომობილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასეთი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას ავტო-ასისტენტი მომხმარებელს უბრუნებს ავტომობილის ტექნიკურ პასპორტს.

ავტომობილის გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ავტომობილის დაბრუნების მიღება-ჩაბარების გაფორმებამდე, ავტო-ასისტანსის დროს  კლიენტის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვეულია (იხ. ხელშეკრულება დანართი 1-ს სახით).

ავტო-ასისტანსის დროს ავტომობილის გადაადგილებისთვის საჭირო საწვავის ხარჯებს ფარავს კლიენტი.

 

6. ქარუსა და ავტო-ასისტენტის წარმომადგენლობის გასამრჯელო

ქარუ გასამრჯელოს გარეშე უწევს წარმომადგენლობას მომხმარებელს.

ავტო-ასისტენტი ავტო-ასისტანსისთვის მომხმარებლისგან იღებს 10 ლარს გასამრჯელოს სახით.

მომხმარებელი ავტო-ასისტენტს ავტო-ასისტანსისთვის გასამრჯელოს  ურიცხავს  უნაღდო ანგარიშსწორების გზით ავტო-ასისტენტის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ საბანკო საანგარიშსწორებო ანგარიშზე გადარიცხვით ავტომობილის გადაცემის   მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერამდე.

 

7. მხარეთა პასუხისმგებლობა

ავტო-ასისტენტი პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გადაჭარბების შედეგად დამდგარი ზიანისთვის, რამდენადაც ავტო-ასისტენტი მოქმედებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში  და ასრულებს შუამავლის როლს მომხმარებელსა და მესამე პირებს შორის მომხმარებლის მიერ განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად.

ავტო-ასისტენტის მიერ თავისი უფლებამოსილების არაკეთლსინდისიერად გამოყენების შემთხვევაში ის პასუხისმგებელია კლიენტის წინაშე მიყენებული ზიანისთვის/ზარალისთვის ავტო-ასისტენტსა და ქარუს შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

ავტო-ასისტენტი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, როდესაც მოხმარებელს ზიანი მიადგა მომხმარებლის მიერ უფლებამოსილების არასწორად/შეცდომით გაცემის შედეგად.

ქარუს არ შეუძლია აიღოს და არ იღებს პასუხისმგებლობას ავტო-ასისტანსის განხორციელებაზე, ავტოსერვისების განმახორციელებელი/ავტონაწილების გამყიდველი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მიწოდებული მომსახურებისა და პროდუქტის ხარისხზე, რამდენადაც ქარუ ასრულებს მხოლოდ შუამავლის როლს მომხმარებელსა და ავტო-ასისტენტს შორის, შესაბამისად, ვებ-გვერდის გამოყენებით მომხმარებელი აცნობიერებს, რომ არ აქვს და არც მომავალში ექნება რამე სახის პრეტენზია/მოთხოვნა ქარუს მიმართ.

მხარეთა მიერ ერთმანეთისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

8. ფორს-მაჟორი

წინამდებარე ხელშეკრულების დადებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი პირობების მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც წინამდებარე დოკუმენტის პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას;

ამ მუხლის მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველის და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ემბარგოს დაწესებით და სხვა;

ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასიეთ გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს წინამდებარე დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების  შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.                 

 

9. კომუნიკაციის წესი

ქარუსთან კომუნიკაციისთვის მომხმარებელი იყენებს ვებ-გვერდზე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონს ან/და ელექტრონულ ფოსტას.

ავტო-ასისტენტთან კომუნიკაციისთვის მომხმარებელი იყენებს ქარუს მიერ ავტო-ასისტეტნტის დანიშვნის თაობაზე მომხმარებლისთვის გაგზავნილ მოკლეტექსტური შეტყობინებაში მითითებულ ავტო-ასისტენტის საკონტაქტო ტელეფონის ნომერს.

ქარუ და ავტო-ასისტენტი მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის იყენებენ მომხმარებლის მიერ განთავსებულ შეკვეთაში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერს.

ქარუს, ავტო-ასისტენტისა და მომხმარებლის მიერ ერთმანეთისთვის ნებისმიერი სახის შეტყობინების გაგზანა ხორცილდება მოკლეტექსტური შეტყობინების სახით.

 

10. შეკვეთის გაუქმების უფლება

მომხმარებელს უფლება აქვს ცალმხრივად გააუქმოს ვებ-გვერდზე განთავსებული შეკვეთა შეკვეთაში მითითებულ დრომდე 1 საათით ადრე. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი თავისუფალია ავტო-ასისტენტისთვის წინამდებარე სარგებლობის ზოგადი პირობებით გათვალისწინებული გასაჯამრჯელოს გადახდისგან. იმ შემთხვევაში, თუ შეკეთაში მითითებულ დრომდე დარჩენილია 1 საათზე ნაკლები, მომხმარებელი შეკვეთის გაუქმების მიუხედავად ვალდებულია ავტო-ასისტენტს გადაურიცხოს გასამრჯელო.

ავტო-ასისტენტს უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა თუ შეთანხმებულ დროსა და ადგილას მოხმარებელი  ავტო-ასისტენტის მისვლიდან 30 წუთის განმავლობაში არ გამოცხადდება, რის შესახებაც ის მომხმარებელს ატყობინებს მოკლეტექსტური შეტყობინების სახით.

ქარუს უფლება აქვს ცალმხრივად გააუქმოს ნებისმიერი შეკვეთა მომხმარებილისათვის  შეკვეთაზე ავტო-ასისტენტის დანიშვნის თაობაზე შეტყობინების გაგზავნამდე. ასეთ შემთხვევაში ქარუ მომხმარებელს უგზავნის მოკლე-ტექსტურ შეტყობინებას შეკვეთის გაუქმების თაოაბზე.

 

11. ხელშეკრულების დადებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი პირობების  მოქმედების ვადა

ხელშეკრულების დადებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით შეკვეთის განთავსებისთანავე და ძალაშია ავტო-ასისტენტისა და მოხმარებელს შორის ავტომობილის უკან დაბრუნების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე.

ხელშეკრულების დადებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი პირობები ვადამდე წყვეტს მოქმედებას წინამდებარე დოკუმენტის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეკვეთის გაუქმებისთანავე.

 

12. დავის მოგვარების წესი

მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ მედიაციის ინსტიტუტს, რომელსაც მხარეები ერთობლივად შეარჩევენ. მედიაციის პროცესის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში მხარეთა შორის დავას გადაწყვეტს თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მატერიალური სამართლის საფუძველზე.

 

13. დასკვნითი დებულებები

ქარუ იტოვებს უფლებას მომხმარებელთა მიერ ქარუსთვის შეკვეთის განთავსებისას მიწოდებული პერსონალური მონაცემები გამოიყენოს ქარუს სარეკლამო პოლიტიკის შესაბამისად მოხმარებელთათვის სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნის მიზნით.

მომხამრებელი ვებ-გვერდზე შეკვეთის განთავსებით ავტო-ასისტენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ ამ უკანასკნელმა თავად განსაზღვროს მესამე პირთა წრე, რომლებთანაც ავტო-ასისტენტი წარმოადგენს მოხმარებელს.

მომხმრებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას მის მიერ შეკვეთის განთავსებისას მითითებული ნომრიდან გაგზავნილ შეტყობინებებზე და მათ შინაარსზე.

ხელშეკრულების დადებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი პირობების რომელიმე მუხლის/პირობის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანი დოკუმენტის ბათილობას და ასეთი ბათილი მუხლი/პირობა უნდა ჩანაცვლდეს მსგავსი შინაარსის კანონიერი მუხლით/პირობით.

347 - 997 - 0910

info@thecaru.com

bottom of page