top of page

სამუხრუჭე ხუნდები - 4 მიზეზი თუ რატომ არის მათი დროული შეცვლა ძალიან მნიშვნელოვანი

თქვენი განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენი ავტომობილი 0-დან 100 კილომეტრ საათამდე თვალის დახამხამებაში ჩქარდებოდეს. ხოლო თქვნი სიცოცხლისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ 100-დან 0-მდე ასევე თვალის დახამხამებაში ნელდებოდეს.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სამუხრუჭე ხუნდების დროულად გამოცვლა, რადგან სამუხრუჭე ხუნდების ცვეთასთან ერთად იზრდება სამუხრუჭე მანძილიც.

თუმცა, გაცვეთილ სამუხრუჭე ხუნდებს სხვა პრობლემებიც ახლავს თან:


1. სამუხრუჭე დისკის („აპორნის“) ცვეთა

როდესაც სამუხრუჭე ხუნდი ცვდება თუ დროულად არ შევცვლით აუცილებლად გააფუჭებს სამუხრუჭე დისკს. საქმე იმაშია, რომ ყველა სამუხრუჭე ხუნდს აქვს მეტალის ნაწილები, რომელიც დისკს ედება და კაწრავს. ასეთ დროს დისკის ზედაპირის სიგლუვე ირღვევა და დისკი გამოყენებისთვის გამოუსადეგარ ხდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამუხრუჭე დისკები ხუნდებთან შედარებით ძალიან ძვირი ღირს, ჯობია სამუხრუჭე ხუნდი დროულად შეცვალოთ, რადგან მომავალში შეიძლება ეს „ეკონომია“ 5-ჯერ, ზოგჯერ 10-ჯერ ძვირიც დაგიჯდეთ.


2. ხმაური

როდესაც სამუხრუჭე ხუნდი ცვდება ის იწყებს შემაწუხებელი ხმის გამოცემას. საქმე იმაშია, რომ ის მეტლის ნაწილები, რომელიც ხუნდს აქვს ეხება სამუხრუჭე დისკს და რკინის რკინაზე დასმის ხმას გამოსცემს. რაც გარდა იმისა რომ სამუხრუჭე დისკს აფუჭებს ისევე ნერვების მომშლელია როგორც ნაბახუსევზე სიდედრის საყვედურები.


3. სამუხრუჭე მანძილის ზრდა

დამშავებული და დათხელებული სამუხრუჭე ხუნდი ნაკლები დატვირთვით აწვება სამუხრუჭე დიკს, რაც სამუხრუჭე მანძილს აუარესებს. გარდა ამისა დროთა განმავლობაში სამუხრუჭე ხუნდი შრება, რაც ასევე ზრდის სამუხრუჭე მანძილს.


4. მანევრირების გაუარესება

ძალიან ხშირია რომ სამუხრუჭე ხუნდები არათანაბრად ცვდება. რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ერთ საბურავზე უკეთესი მუხრუჭი გქონდეთ ვიდრე - მეორეზე. ასევე ხშირია მოსახვევში მუხრუჭის გამოყეება (რაც რეკომენდირებული არაა და ამას შემდეგ ბლოგში აღვწერთ). ასეთ დროს არათანაბარმა დამუხრუჭებამ დიდი შანსია რომ გამოწივიოს ავტომობილის მართვის დაკარგვა. რამაც შეიძლება ნაადრევად მოგიწყოთ შეხვედრა თქვენს გარდაცვლილ წინაპრებთან რაც არც მათ და არც თქვენ გაგეხარდებათ.


თუ თქვენი მანქანა ასევე ჭრიალებს, ყვირის და უკანასკნელ მომენტში ჩერდება, ან თუნდაც უბრალოდ იცით რომ სამუხრუჭე ხუნდებია შესაცვლელი, ჩვენ საშუალებას მოგცემთ ეს პრობლემა რამდენიმე კლიკით მოაგვაროთ.

გამოიძახეთ ჩვენი სერვის მენეჯერი და ის იზრუნებს ყველაფერზე: https://www.caru.ge/book-online

743 views0 comments

Comments


347 - 997 - 0910

info@thecaru.com

bottom of page