1. ის იყო პირველი Pony Car-ი
მუსტანგი იყო პირველი პირველთა შორის. მან შექმნა Pony Car-ების სეგმენტი. ავტომობილების - სპორტული შესახედაობითა და დიდი ძრავით. ამ კატეგორიის წარმომადგენლები დღესდღეობით არის Chevrolet Camaro, Dodge Charger და სხვა.
2. პირველივე დღეს 22,000 Mustang გაიყიდა
Ford-საც კი ვერ წარმოედგინა თუ რამდენად წარმატებული მოდელი შექმნა. გაყიდვების დაწყების პირველივე დღეს 22,000 ეგზემპლარი გაიყიდა და რამდენიმე დღიანი რიგები გაჩნდა უკლებლივ ყველა სადილეროში. ადამიანები რიგში დგებოდნენ რომ Mustang ეყიდათ.
3. პირველი მუსტანგი შეცდომით გაყიდეს
პირველი მუსტანგი, რომელიც გაიყიდა შეცდომით მიყიდეს მომხმარებელს. ის ოფისში ტესტ დრაივისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა თანამშრომლებს აერიათ და ეს ტესტ დრაივისთვის განკუთვნილი ავტომობილი მიყიდეს მომხმარებელს, რომელმაც თქვა რომ ეს მანქანა მინდაო. ამ ადამიანმა 10,000 მილი გაატარა აღნიშნულ ავტომობილს და შემდეგ Ford-ს მიყიდა უკან 3-ჯერ ძვირად. ახლა ის მიჩიგანში, Ford-ის მუზეუმშია წარმოდგენილი.
4. Mustang მისი 50-ე დაბადების დღის აღსანიშნავად „აამაღლეს“!
2014 წელს, მუსტანგის მოდელის არსებობის 50-ე დაბადების დღის აღსანიშნავად, ახალი Mustang Empire State building-ზე აიტანეს.
5. Shelby-ს შემქმნელი Carroll Shelby კაცი იყო!
გადამკვდარ „ფემინისტებს“ ხშირად უყვართ ხოლმე ფაქტის დამახინჯება და თქმა რომ Carroll Shelby ქალი იყო. სინამდვილეში ეს ისეთივე სისულელეა, როგორც ის რომ თითქოს ჩინეთის კედელი კოსმოსიდან ჩანს. Carroll შელბი ნამდვილი მამაკცი გახლდათ, სხეულში ტესტოსტერონითა და პროფესიონალი მრბოლელის ისტორიით.
6. Carroll Shelby-ს Mustang-ისთვის არასოდეს უმუშავია.
ყველას ჰგონია რომ Shelby მუსტანგის განყოფილება ან რაიმე მსგავსია. სინამდვილეში Carroll Shelby-ს მუსტანგისთვის არასოდეს უმუშავია. ის საკუთარი კომპანიის, Shelby American, Inc.-ის თანამშრომელი იყო ცხოვრების ბოლომდე.
7. Mustang-ს მუსტაგი თვითმფრინავის საპატივცემულოდ ქვია და არა ცხენის!!!
თავიდან იდეის ავტორმა, ამ მოდელს Mustang P-51 Mustang Fighter-ის საპატივცემულოდ უწოდა. მაგრამ მოგვიანებით თქვეს რომ ეს ზედმეტად „თვითმფრინავული“ იყო. (დიახ სწორედ ეს სიტყვა გაოიყენეს airplane - თვითმფრინავული) გადაწყვიტეს და თქვეს რომ ჩვენ ამას ცხენის საპატივცემულოდ ვეძახითო.