top of page

მოხვევისას დამუხრუჭება - ჩვევა რომელიც თქვენს სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.



თუ თქვენ გყავთ ავტომობილი, მაშინ 99,9% სიზუსტით შეიძლება ითქვას რომ თქვენ ამას აკეთებთ. რადგან ეს არც მართვის გაკვეთილებისას ისწავლება და არც მართვის მოწმობის გამოცდებშია ბილეთი, რომელიც ამაზე ყურადღებას გაგამახვილებინებთ.თუმცა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში რამ რაც შეგიძლიათ ავტომობილის საჭესთან გააკეთოთ.



საქმე იმაშია, რომ როდესაც ავტომობილი მოსახვევში შედის მისი წონის გადანაწილება არათანაბარია, ამ დროს მკვეთრი დამუხრუჭება კი ავტომობილს უფრო დაუმორჩილებელს ხდის - ფიზიკის მარტივი კანონებიდან გამომდინარე. საქმე იმაშია, რომ დამუხრუჭებისას ავტომობილის წონა მოხვევის მხარის საწინააღმდეგოდ კიდევ უფრო იზრდება, რაც მოხვევის კუთხეს ერთი-ორად ამცირებს, შედეგად კი დიდია ალბათობა რომ ავტომობილი გზიდან გადავიდეს.



რა უნდა ვქნათ რომ ასეთი შედეგი ავიცილოთ თავიდან

შეეცადეთ მაქსიმალურად აირიდოთ თავიდან მოსახვევში დამუხრუჭება.

მუხრუჭი არ უნდა იხმაროთ მოსახვევში, მუხრუჭი უნდა გამოიყენოთ სანამ მოსახვევამდე მიხვალთ! რათა შეამციროთ ავტომობილის სიჩქარე იმ ნიშნულამდე, რა სიჩქარითაც შეძლებთ კონკრეტული მოსახვევის გავლას. მას შემდეგ რაც სიჩქარეს შეამცირებთ ამ ნიშნულამდე, უნდა აიღოთ მუხრუჭის სატერფულიდან ფეხი, გადაიტანოთ აქსელერატორზე და დაიწყოთ მოხვევა. ასეთი ქმედებით მაქსიმალურად შეინარჩუნებთ ავტომობილის წონის გადანაწილებას და მდგრადობას, აქსელერატორით კი საჭიროების შემთხვევაში შეძლებთ აჩქარებას.


ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მისღებად გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია ჩვენს საიტზე, ხოლო ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაწერეთ კომენტარი და ჩვენ გიპასუხებთ.

რა თემაზე ისურვებდით შემდეგი პოსტის ნახვას?

868 views1 comment

1 Comment


სერგი ჯარმელიშვილი
სერგი ჯარმელიშვილი
Aug 17, 2018

შეგიძლია ერთი პატარა სტატია მიუძღვნა ხუნდების გადახურებას, თუნდაც პერევალზე რომ მოძრაობ, როგორ ავიცილოთ თავიდან

Like

347 - 997 - 0910

info@thecaru.com

bottom of page