ჩვენ ყოველდღიურად ვსარგებლობთ ჩვენი ავტომობილით და დღეში რამდენჯერმე ვაპარკინგებთ. თითქმის ყოველი დაპარკინგებისას ადამიანების 99.9% აკეთებს ისეთ რამეს, რის გამოც მათი გადაცემათა კოლოფი, მსუბუქად რომ ვთქვათ, არც ისე კარგ დღეში ვარდება.
დაპარკინგების შემდეგ აგდებენ P-ში და ამის შემდეგ აყენებენ ავტომობილს ხელის მუხრუჭზე.
თუ დააკვირდებით ასეთ დროს ავტომობილი ცოტას გაქანდება ხოლმე, განსაკუთრებით თუ აღმართზე გყავთ დაპარკინგებული. საქმე იმაშია, რომ როდესაც ავტომობილს საპარკინგე გადაცემაში ვტოვებთ გადაცემათა კოლოფის კბილანას ეჭიდება "საპარკინგე დამჭერი". დროთა განმავლობაში ეს დამჭერი შეიძლება დეფორმირდეს, გაცვდეს ან ყოფილა შემთხვევები რომ გამტყდარა კიდეც. ასევე ამ დროს ძალა ადგება გადაცემათა კოლოფის კბილანებსაც, რომელიც მაინცდამაინც სასურველი არაა, იმიტომ რომ ეს ძალა არის უეცარი და აქვს დარტყმის ეფექტი.
ამ და კიდევ სხვამიზეზების გამო, რომელსაც აქ არ დავწერ იმიტომ, რომ ტექსტი ძალიან გაგრძელდება და თქვენც წაკითხვა დაგეზარებათ (დიდი ალბათობით არც ამას კითხულობთ უკვე), ჯობია მოიქცეთ შემდგნაირად.
როდესაც ავტომობილის გაჩერებას მოინდომებთ გადაიტანეთ გადაცემათა კოლოფი ნეიტრალურ მდგომარეობაში, დააყენეთ ავტომობილი ხელის მუხრუჭზე და მხოლო ამის შემდეგ გადაიტანეთ ავტომობილი საპარინგე გადაცემაში.
ეს შეინახავს თქვენს გადაცემათა კოლოფს და თუ აღმართზე იდგებით დაძვრისას აღარ მოგიწევთ უხეში ძალის გამოყენება რომ სიჩქარე შეცვალოთ.
წარმატებები
P.S. ხოლო თუ მაინც მოახერხეთ და დააზიანეთ გადაცემათა კოლოფი ან მისი რეზინები დაგვირეკეთ! ჩვენ შევძლებთ თქვენი ავტომობილის შეკეთებას მინიმალურ ფასში.
Comments