top of page

ზეთის შეცვლა - მითები და რეალური ფაქტები

Updated: Aug 17, 2018



ჩვენი ავტომობილების მოვლის ერთ-ერთი მთავარი და განუყოფელი ნაწილია ზეთის შეცვლა. ყველა ავტო გამოცემა, ყველა მწარმოებელი, ყველა ბლოგერი თუ უბრალოდ "მაგან მაგრად იცის მანქანები" ტიპი გეტყვით რომ ზეთს რაცუფრო მალე გამოცვლი მით უკეთესია.

კარგია, უსმინეთ თითოეულ მათგანს და კარგად დაიმახსოვრეთ რას გეტყვიან. ჩვენ კი გეტყვით მათი ნალაპარაკებიდან რომელია სიმართლე და რომელი სიმართლესთან მიახლოებული მითი.

მითები:



გარბენი 100,000-ზე მეტია? აუჰ ამას 10-40 უნდა

ეს ისეთივე სისულელეა როგორც ის რომ თუ 6-ის შემდეგ არ შეჭამ გახდები. თუ ავტომობილის ეკსპლუატაციის პირობებს კარგად იცავთ და ავტომობილიც "ზავაცკოი ბრაკი" არაა მაშინ საერთოდ არაა საჭირო რომ დროთა განმავლობაში ძრავი უფრო სქელ ზეთზე გადაიყვანოთ. საქმე იმაშია, რომ თუ თქვენმა ავტომობილმა ზეთის დაკლება დაიწყო ე.ი. ძრავს რაღაც პრობლემა აქვს და მორჩა. ხშირად ამ პრობლემის მოგვარებაზე იაფი უფრო სქელი ზეთის ჩასხმაა და ეს არც ისე ცუდი გამოსავალია, მაგრამ თუ ავტომობილი ზეთს არ იკლებს მაშინ მხოლოდ გარბენის გამო ძრავის უფრო სქელ ზეთზე გადაყვანა უაზრობაა და მეტი არაფერი.



ჯობია 7,000-ზე შეცვალო 10-ს ნუ გაატარებ

რამდენ კილომეტრში ერთხელ უნდა შეცვალო ზეთი, ამა თუ იმ ძრავზე, მწარმოებელზე უკეთ არავინ იცის. ამიტომ მკითხაობას ჯობს ავტომობილის სახელმძღვანელოს ჩახედოთ ან უბრალო დაგუგლოთ.



აპაპაპ არ გადააცილო თორემ ძრავი გადასაგდები გაგიხდება

ძრავისთვის 1000 ან 2000 კილომეტრის გადაცელა დიდი არაფერია, თუ ზეთის გამოცვლის საშუალება იმ მომენტისთვის არ გაქვთ უბრალოდ შეამოწმეთ ძრავში ზეთის დონე და თუ აკლია იგივე ფორმულის ზეთი ჩაამატეთ(ანუ თუ 5-30 გისხიათ 5-30 ჩაამატეთ და არა 10-40), ხოლო თუ არ აკლია დაანებეთ თავი, ავტომობილი თავს მშვენივრად გრძნობს. პირადად მე ერთხელ დამავიწყდა და ზეთს 18,000 კილომეტრი გავატარე. ეს ბენზინის ძრავიანი ავტომობილი დღესაც ემსახურება ჩემს ოჯახს.



აპ აპ ეს ზეთი შესაცვლელია, ნახე რა გათხელებულია

აი ის კაცი მანახეთ რომელიც ზეთის სისქეს (მითუმეტეს 0-30 5-30-ის) თითებით საზღვრავს და მთელი ცხოვრების მანძილზე ყველა სფეროში რჩევას მაგ ადამიანს ვკითხავ. ადამიანი თუ თითით ზეთის მოლეკულის დეფორმაციას განსაზღვრავს ე.ი. სამყაროს სულთან პირდაპირაა მიერთებული, სხვა ახსნა არ არსებობს.


ახლა რეალური ფაქტები:



ჩემი დიზელია, ამიტომ ზეთს 20,000-ზე ვცვლი

კი ეს მართალია, დიზელის ძრავი ისეთი პრინციპით მუშაობს რომ ზეთის შეცვლა უფრო ნაკლები ინტენსიობით ჭირდება. თუ ბენზინის ძრავს 10,000, 8,000 და ზოგჯერ 5,000-ზეც კი ჭირდებათ ხოლმე ზეთის შეცვლა დიზელის გაცილებით დიდი რესურსი აქვს თავის ზეთისთვის.




ძრავში ზეთის დონე ყოველ დღე უნდა შეამოწმო

კი ესეც სიმართლეა. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერ დღეს შეიძლება ავტომობილი ცუდ გზაზე ორმოში ჩაარტყა ან რაიმეს წამოსდო, შედეგად კი კარტერი ისე გატეხო რომ ვერც შეამჩნიო. შედეგად ზეთი ისე დაიცლება ძრავიდან როგორც თქვენი საბანკო ანგარიში 8 მარტის წინ - აზრზე მოსვლასაც ვერ მოასწრებთ ეს ისე მოხდება. უზეთო ძრავი = სტუკს! მე მაგალითად დღეს დამემართა ასე და გამიმართლა რომ შეამჩნიეს, თორემ ძრავის შეცვლას ვერ გადავრჩებოდი.



ზეთთან ერთად ჰერის ფილტრიც უნდა შეცვალო

ჩვენ რომ შვეიცარიაში ვცხოვრობდეთ ამ ფაქტს "მითებში" ავიტანდი, მაგრამ საქართველოში ვცხოვრობთ და ამიტომ ეს სიმართლეა. უფრო მეტიც, ჰაერის ფილტრს თუ უფრო ხშირად გამოცვლით ვიდრე ზეთს უკეთესია. საქმე იმაშია რომ ჰაერის ფილტრს ზეთთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ ის ისე სწრაფად ბინძურდება რომ ზეთთან ერთად მასაც ცვლიან ხოლმე.


ბოლო და ყველაზე საინტერესო ფაქტი

ზეთის შეცვლისთვის გჭირდებათ 2 საათიდან 5 საათამდე, ამ დროის დასაზოგად კი მხოლოდ 10 ლარი. ეს კი ყველაზე მიზანშეწონილი დანახარჯია რომელიც შეგიძლიათ გაწიოთ. შეცვალე ზეთი თქვენს ავტომობილში სახლიდან გაუსვლელად, რამდენიმე კლიკით. ზეთის შესაცვლელად საჭირო კლიკი!

3,013 views0 comments

Comments


347 - 997 - 0910

info@thecaru.com

bottom of page