top of page

Toyota Prius თუ Chevrolete Volt? 5 ფაქტი, რომელიც გაგაგებინებთ თუ რომელი უნდა იყიდოთ და რატომ

თუ შენ ეკონომიური ავტომობილის შეძენა გსურს, ან უბრალოდ გლობალური დათბობის პრობლემას იაზრებთ და გინდა ხელი შეუწყო პლანეტის თავის დაღწევას იმ გამოუვალი სიტუაციიდან რასაც თბილისის ქუჩებში 45+ გრადუსი სიცხე ქვია, მაშინ დიდი ალბათობით სათაურში აღნიშნული ორი ავტომობილიდან ერთ-ერთის შეძენა გსურს. CARU იწონებს შენს გადაწყვეტილებას და აჰა შენ 5 ფაქტი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე რომ სწორი არჩევანი გააკეთო.



1. VOLT ჰიბრიდი არ არის!!!

მიუხედავად იმისა, რომ შევროლეტის ვოლტს ბენზინზე მომუშავე ძრავიც აქვს და ელექტრო ბატარეაც, ეს არ ნიშნავს რომ ის ჰიბრიდია.Voltარის ელექტრომობილი!!!ვოლტის პრინციპი შემდეგნაირია: ბატარეა ამოძრავებს ავტმობილს, ბენზინზე მომუშავე ძრავი კი ენერგიას აწვდის ბატარეას რომ იმან ამოძრაოს ავტომობილი. ანუ ვოლტის ძრავი თითქმის არაფრით განსხვავდება იმ „დვიჟოკისგან“, რომელსაც 90-2000-იანებში ვიყენებდით უშუქობისას.



2. Prius უფრო იაფი ჯდება

ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, ჩვენთან ავტომობილის ნაწილები მით უფრო ხელმისაწვდომია რაც უფრო გავრცელებულია ეს ავტომობილი ჩვენთან. დღესდღეობით 100%+ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პრიუსი მინიმუმ 10-ჯერ უფრო გავრცელებულია საქართველოში ვიდრე ვოლტი. ეს კი ნიშნავს რომ პრიუსის ნაწილებს უფრო იშოვით ვიდრე ვოლტისას. ყველაზე იაფი კი პრიუსიც და ვოლტიც ჩვენთან ჯდება, რადგან ჩვენ ყველაზე კარგი ფასის პოვნა შეგვიძლია ბაზარზე. ესეც ჩვენთან ამ საკითხზე დასაკავშირებელი ლინკი.



3. Volt უფრო სწრაფია!

სწორედ მათი სისტემიდან გამომდინარე, ვოლტის აჩქარება გაცილებით უკეთესია პრიუსისაზე. რადგან ვოლტი ელექტრომობილია, საჭირო გადაპროგრამების შემთხვევაში მას შეუძლია ისევე აჩქარდეს როგორც ტესლა, ასე რომ თუ დრაგზე აპირებთ გამოსვლას მაშინ ვოლტი უპირობოდ ჯობია პრიუსს.



4. Volt-ის მართვა განსხვავდება Prius-სგან

არ ვიცი როგორ მოახერხეს ეს შევროლეტის ინჟინრებმა, მაგრამ პრიუსისგან გასნხვავებით ვოლტის მართვა გაუთოებას არ ჰგავს. ვისაც გამოცდილება აქვს ყველა ერთ ხმად თანხმდება, რომ პრიუსი ძალიან კარგი მანქანაა, მაგრამ ცოტა მძიმედ დადის. ვოლტს ეს არ აქვს, ის ისევე მსუბუქი სამართავია როგორც მაგალითადVitz, Fit ან თუნდაც Corolla.



5. დასატენი პრიუსიც არსებობს

ბევრი ამბობს, რომ ვოლტი იმიტომ ურჩევნია, რომ დატენის და ელექტრო ძრავით დადის. ვინც არ იცოდით აჰა თქვენ სიურპრიზი, დასატენი პრიუსიც არსებობს!!! იუჰუუუ, მაგარია. კი ბატონო, მართლა ძალიან მაგარია, წარმოიდგინე გავრცელებული და შედარებით იაფად შესანახი პრიუსი იმავე პლიუსებით რაც ვოლტი! თუმცა ასეთი პრიუსი გაცილებით ძვირი ღირს.



მორჩა, სულ ეს იყო, იმედია მოგეწონა დღევანდელი პოსტი და იმის გარკვევაშიც დაგემარე თუ რომელი მოდელი გჭირდება შენ. თუ გინდა რომ ვიდეოც გადავიღოთ ამ ორი ავოტმობილების შედარებაზე, დაწერეთ კომენტარი და თუ საკმარისად ბევრ ადამიანს დააინტერესებს ამ ორი მოდელის შედარების ვიდეოსაც გადავიღებთ. კომენტარის დასაწერად უნდა დალოგინდეთ ჩვენს საიტზე.

აი ასე, ყველაფერი მარტივად ^_^

610 views0 comments

Comments


347 - 997 - 0910

info@thecaru.com

bottom of page