14 წლის შემდეგ საქართველოში ტექდათვალიერება ბრუნდება. მთაწმინდაზე არ შემომდგარა და I’m back mother fuckers არ დაუყვირია, მაგრამ იმხელა აურზაური გამოიწვია - ჯობდა ეგ ექნა. მოსახლეობის უმეტესობამ ავტომობილების გადაღებვა დაიწყო რომ გადააგდოს. დადეთ პულველიზატორები მეგობრებო, საქმე არც ისე ცუდადაა. ჩვენ ჩავეძიეთ კანონმდებლობას და ამ ბლოგის მეშვეობით მარტივად აგიხსნით რა და როგორ.
მაშ ასე, დავიწყოთ:
1. სავალი ნაწილები და ფარები აუცილებელია!!!
ტექდათვალიერების არსი არის შემოწმდეს ავოტმობილის უსაფრთხოება. ამაში კი, როგორც უკვე არაერთხელ ავხსენით, გადამწყვეტი როლი მიუძღვის სავალ ნაწილებს. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რასაც ტექდათვალიერებისას შეგიმოწმებენ, არის სავალი ნაწილები. სავალი ნაწილები, ამორტიზატორებითურთ აუცილებელია რომ გქონდეთ კარგ მდგომარეობაში. მაგრამ აქ კრიტერიუმები რც ისე მკაცრია, მთავარია მყარად იყოს ყველაფერი. აღდგენილ სავალ ნაწილებზე, როგორებიცაა ჩაპრესილი ვტულკები და ასე შემდეგ - პრობლემა არაა. აღდგენილ ამორტიზატორებზე კონკრეტულად არაფერი წერია, ეგ უკვე პრაქტიკაში გაირკვევა, ზოგჯერ შეიძლება „გაძვრეს“ აღგენილი ამორტიზატორები - ზოგჯერ კი ვერ. ეს დამოკიდებულია იმაზე რამდენად კარგადაა აღდგენილი ამორტიზტორი. ასევე აუცილებელია ფარების მწყობრში ყოფნა, თუ რომელიმე ფარი არ გიმუშავებთ აუცილებელი იქნება მისი შეკეთება, ხოლო თუ დახრის კუთხე დარღვეულია აუცილებელი იქნება მისი გასწორება.
ანუ საქმე არც ისე ცუდადაა მეგობრებო, საჭირო ცოდნით ძალიან მარტივად და იაფად შეიძლება "გადაურჩეთ" ტექდათვლიერებას, ხოლო თუ ეს ცოდნა თქვენ არ გაქვთ (და წესით არცუნდა გქონდეთ) ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ. წავიყვანთ თქვენს ავტომობილს, შევამოწმებთ ტექდათვალიერების ცენტრებში და მოგახსენებთ რის გაკეთება იქნება საჭირო ტექდათვალიერების გასავლელად. ხოლო თქვენი სურვილის სემთხვევაში კი გავაკეთბთ კიდეც ისე, რომ თქვენ მხოლოდ ერთი თითის დაწკაპუნება დაგჭირდებათ აი აქ.
2. კატალიზატორი კატალიზატორი კატალიზატორი!!!
ტექდათვალიერების ჩვენს გზებზე დაბრუნების მთავარი მიზეზი იყო გამონაბოლქვი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ კატალიზატორის გარეშე ტექდათვალიერებას ვერ გაივლით. ჯერ-ჯერობით ტექდათვალიერების გავლა უკატალიზატოროდაც შეიძლება, რადგან პირველ ეტაპზე მოთხოვნები არც ისე მკაცრია.
3. შეიძლება იმაზე მეტი დროც გქონდეთ ვიდრე თქვენ გგონიათ.
- 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა 8 და მეტ ადგილიანი სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება.
- 2018 წლის 1 ივლისიდან ინსპექტირებას გადიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები. - 2018 წლის 1ოქტომბრიდან - დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ); - 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი.
საქმე იმაშია, რომ თქვენ ინსპექტირების გავლა მოგიწევთ 2019 წლის იმ თვეს, რომელ თვეშიც შეიძინეთ ავტომობილი. მაგალითად, თუ თქვენ თქვენი ავტომობილი გაიფორმეთ მაგალითად 2017 წლის 12 დეკემბერს, მაშინ ინსპექტირების გავლა მოგიწევთ 2019 წლის დეკემბრის თვეში.
4. ინსპექტირების გავლა მით უფრო ხშირად მოგიწევთ რაც უფრო ძველი მანქანა გყავთ.
აქ მარტივი ფორმულა მოქმედებს:
4 წლამდე ავტომანქანებისთვის ინსპექტირება არ იქნება საჭირო,
4-დან 6 წლამდე ავტომანქანების - ორ წელიწადში ერთხელ,
6-დან 8 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ,
ხოლო 8 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანებისთვის - ყოველწლიურად.
გამომდიანრე იქედან, რომ საქარტველოში ავტომობილების რაოდენობა უსასრულოდ მაღალია ძალიან გრძელი რიგებია მოსალოდნელი.
სწორედ ამიტომ დავიწყეთ თანამშრომლობა ტექდათვალიერების კომპანიებთან. რაც გულისხმობს, რომ შეგვიძლია წავიყვანოთ თქვენი ავტომობილი ტექდათვალიერების ცენტრში, ურიგოდ გავატაროთ ტექდათვალიერება და დაგიბრუნოთ უკან უსწრაფესად!!!
Comments