სავალი ნაწილების მწყობრში ყოფნა იმ რამდენიმე სავალდებულო გარემოებაშია, რომლის დარღვევაც სიცოცხლეს პირდაპირ ემუქრება. თუმცა ეს ხშირად არც ისეიაფი სიამოვნებაა. დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით თუ როგორ გავაიაფოთ სავალი ნაწილების შეკეთება 70%-მდე. (თუ გაინტერესებთ რატომაა ავტონაწილები სიცოცხლისთვის ასეთი სახიფათო შეგიძლიათ ამ ლინკზე ნახოთ.)
1. ნუ შეცვლი, აღადგინე!
სავალი ნაწილების უმეტესობა დამზადებულია რეზინისგან, ძირითადად სწორედ ეს რეზინი ფუჭდება ხოლმე, რისი აღდგენაც შეიძლება. მაშინ როდესაც ასეთი რეზინიანი ნაწილის შეცვლა 100-130 ლარი დაგიჯდებათ მისი აღდგენა მხოლოდ 30-40 ლარის საქმე შეიძლება იყოს. ეს კი გაცინებით ეფექტური და საიმედოა. თუმცა აღდგენისას აუცილებელია სწორი მოხელის შერჩევა, რომელიც მაღალი ხარისხის მასალას გამოიყენებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილმა შეიძლება ჭრიჭინი დაიწყოს. აუცილებლადაა გასათვალისწინებელი, რომ ყველა ნაწილის აღდგენა მიზანშეწონილი არაა, ზოგი ჯობია რომ გამოიცვალოს, თუმცა არაკეთილსინდისიერი მოხელეები მეტი შემოსავლის მიღების მიზნით მაინც აღადგენენ ხოლმე. ასეთი შეცდომა რომ არ დაუშვა ენდე იმათ ვინც იცის და აიყვანე ავტო ასისტენტი სულ რაღაც 10 ლარად.
2. ნუ გადადებ, მიხედე!
სავალი ნაწილების პრობლემების 80%-მდე გამოწვეულია სხვა სავალი ნაწილის მიერ. როდესაც სავალ ნაწილებში რომელიმე ფუჭდება აუცილებლად ხდება არასწორი დატვირთვა სხვა სავალ ნაწილებზე, ეს კი რა თქმა უნდა რამდენიმეჯერ ამცირებს მათი ექსპლუატაციის პერიოდს. შესაბამისად თუ სავალი ნაწილი უნდა შეგეკეთებიათ 1 წელიწადში მოგიწევთ მისი შეკეთება 2 თვეში. თუ მიზეზი დროის უქონლობაა ეგ პრობლემა აღარ არის, რადგან თქვენ უკვე შეგიძლიათ ავტო ასისტენტი დაიქირაოთ.
3. ნუ დაამუხრუჭებ, აუჩქარე!
სავალი ნაწილების ხარჯის შემცირებისთვის ყველაზე კარგი საშუალება მისი გაფუჭებისგან თავის არიდებაა. გაგიკვირდებათ და „ჩვენთან ისეთი გზებია როგორ გინდა არ გააფუჭო“ დამოკიდებულება მცდარია. საქმე გზებში კი არაა, საქმე იმაშია თუ როგორ დავდივარტ ამ გზებზე. გარდა იმისა რომ იმდენად სწრაფად არ უნდა ვიაროთ რომ დამუხრუჭება ვერ მოვასწროთ არის ერთი გარემოება რომლის დროსაც მძღოლების 99% არასწორად იქცევა
საქმე იმაშია, რომ როდესაც მძღოლების უმეტესობა ხედავს ორმოს ან მწოლიარე მილიციელს, რომელიც უკვე ძალიან ახლოსაა, ამუხრუჭებს ძალიან მკვეთრად. ეს არის #1 მტერი თქვენი სავალი ნაწილების და ჯიბისაც. ამ დროს ავტომობილის მთელი წსიმძიმე გადადის წინა საბურავებზე, შედეგად ჩარტყმა ან მწოლიარე მილიციელზე გადავლაც სუპერ მტკივნეულია. რაც აფუჭებს სავალ ნაწილებს, საბურავებს და ხშირად დისკებსაც კი. თუ არ გინდათ ეს დაგემართოთ აუცილებელია რომ ამ დროს მუხრუჭის ნაცვლად აქსელერატორის პედალი გამოიყენოთ. კი, არ მოგესმათ, მუხრუჭი არა, აქსელერატოი. საქმე იმაშია, რომ ასე სიმძიმის ცენტრს უკან გადაიტანთ და ავტომობილის წინა მხარე ნაკლებ დაზიანებას მიიღებს.
თუ ინსტიქტურად მაინც დაამუხრუჭე მაშინ ყველაზე კარგი გამოსავალია რომ იმათ მიმართო ვინც ეს საქმე უკეთესად იცის. გამოიძახე ავტო ასისტენტი და ის იზრუნებს ყველაფერზე, დაწყებული სათადარიგო ნაწილების მოძიებით დამთავრებული რემონტითა და აღდგენით.
Comments