top of page

სავალდებულო ტექდათვალიერება - რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალიწინოთ


2019 წლიდან ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება. სამწუხაროდ ეს ისეთი რამაა რასაც ვერ მიჩქმალავ, ვერ მიაფუჩეჩებ და 2020-სთვის ვერ გადადებ.

ამ ბლოგის საშუალებით შევეცდები აგიხსნათ ის ძირითადი რაღაცეები რაც უნდა გაითვალისწინოთ ტექდათვალიერებისთვის და გასწავლოთ თუ როგორ მოაგვაროთ მასთან დაკავშირებული პრობლემები მარტივად.

მაშ ასე, დავიწყოთ:


1. კატალიზატორი სანერვიულოა, თუმცა მაგის გარეშეც შეიძლება

სავალდებულო ტექდათვალიერების დაანონსების დღიდან კატალიზატორის ფასები გასამმაგდა. ყველას ეგონა რომ პირველი რასაც მოითხოვდნენ ეს იქნებოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. სავალდებულო ტექდათვალიერების მოთხოვნების დაკმაყოფილება უკატალიზატორო მანქანითაც შეიძლება, მთავარია გამონაბოლქვის სერიოზული პრობლემა არ ჰქონდეს და გათვალისწინებულ ნორმებს აკმაყოფილებდეს.


2. სავალი ნაწილები და მუხრუჭები ვერ „გაძვრება“

სავალ ნაწილებზე ფასები არ გაზრდილა, თუმცა ეს ეს ის კომპონენტია, რომელსაც მკაცრი ყურადღება ექცევა ტექდათვალიერებისას. ამიტომ გირჩევთ რომ ტექდათვალიერებაზე წაყვანამდე აუცილებლად შეაკეთოთ სავალი ნაწილები, 60 ლარის ტყუილად გადახდა რომ არ მოგიწიოთ. თუ თქვენ დრო არ გაქვთ ავტოასისტენტი გჭირდებათ, რომელიც ავტომობილს თქვენს მაგივრად წაიყვანს სავალი ნაწილების შესაკეთებლად. ავტოასისტენტის დაქირავება შეგიძლიათ აქ.


3. საქარე მინა აუცილებელია

ამას არავინ მოელოდა, თუმცა საქარე მინაზე პატარა ბზარის გამოც კი თქვენი ავტომობილი ვერ გაივლის სავალდებულო ტექდათვალიერებას. ამიტომ თუ საქარე მინას პრობლემა აქვს თავისუფლად გეტყვით რომ ნურც კი შეწუხდები, ჯობს პირდაპირ საქარე მინის მაღაზიებს მიაშურო. ხოლო თუ ამის დრო არ გაქვს ისევ ავტოასისტენტი გჭირდება.


4. ფარები! ფარები! ფარები!

იაპონური ავოტომობილი გყავს? მაშინ ფარების გასწორება დაგჭირდება. საქმე იმაშია, რომ იაპონურ ავტომობილებს ფარების შუქის დახრა არ შეესაბამება ჩვენს სტანდარტებს. ამიტომ აუცილებელია მისი გასწორება, რაც 50 ლარიდან ზემოტ დაგიჯდებათ.


5. ნათურები! ნათურები! ნათურები!

მხოლოდ დახრა არაა პრობლემა, ასევე აუცილებელია რომ უკლებლივ ყველა ნათურა მუშაობდეს. კარგად შეამოწმეთ ნათურები მუშაობს თუ არა, ხოლო თუ არ მუშაობს ქუთაისის ქუჩას მიაშურეთ, ნათურებზე საუკეთესო ფასები იქაა.


6. ხელის მუხრუჭი აუცილებელია!!!

ხელის მუხრუჭი ერთ-ერთი მკაცრად გაკონტროლებადი ნაწილია სავალდებულო ტექდათვალიერებისას. თუმცა ამის შემოწმება თვითონ შეგიძლია, გააჩერე ავტომობილი რომელიმე საკმაოდ დახრილ დაღმართზე, გადაიტანე გადაცემათა კოლოფი ნეიტრალში და შეეცადე დააყენე მანქანა ხელის მუხრუჭზე. თუ ავოტმობილი დაგორდა მაშინ ტექდათვალიერების ცენტრამდე ხელოსანთან ვიზიტს გირჩევთ.


7. ვიზუალზე უკვე ბევრი „ჩაჭრეს“!

ერთ-ერტი კრიტერიუმი, რომელმაც უკვე ბევრ ავტომობილს ჩამოარტვა ექსპლუატაციის უფლება არის ვიზუალური მდგომარეობა. ავტომობილი რომელსაც უნდა რომ ტექდათვალიერება გაიაროს არ უნდა იყოს „რამდენიმე ფერში“. ანუ, არავიტარი გრუნტი, სხვა ფერის ნაჭერი, შეუღებავი ნაწილები. ავტომობილის ვიზუალი არ უნდა იყოს აჭრელებული!!!

მოკლედ მეგობრებო ესაა და ეს. ვფიქრობ ეს 7 პუნქტი საკმარისია რომ ძირითადი დეტალები გაიგოთ და თვითონვე აირიდოთ თავიდან. ხოლო თუ თქვენ ავტომობილს რომელიმე პრობლემა აქვს, ან სხვა რაიმე პრობლემა აქვს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ტექდათვალიერების გავლის საკითხს მოიწერეთ ჩვენს FB გვერდზე და ჩვენი ფანტასტიური მეგობრები შეეცდებიან ამომწურავი პასუხი გაგცენ ყველაფერზე <3

965 views0 comments

Comments


347 - 997 - 0910

info@thecaru.com

bottom of page