top of page

საბურავები - 4 ფაქტი რომელიც 100 მძღოლიდან 98-მა არ იცის.

საბურავები ის თემაა რომელიც სასიცოცხლოდ მიშვნელოვანია და რომელსაც ყველაზე ნაკლები სერიოზულობით ვეკიდებით საქართველოში. თუმცა დღითი-დღე ეს თემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება და ეს კარგია, რადგან სწორედ საბურავების არასასურველი ექსპლუატაციის გამო ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება. ქვემოთ მოგიყვანთ რამდენიმე ფაქტს რომელიც უნდა იცოდეთ თუ თქვენ ყოველდღიურად ზიხართ საჭესთან.



1. საბურავებს აქვს ვადა

შეიძლება ამაზე არც ფიქრობთ ხოლმე, მაგრამ საბურავები რეზინისგან შედგება, ეს ერთ-ერთი ყველაზე ფუჭებადი და დეფორმირებადი ნივთიერებაა ამ სამყაროში. დროთა განმავლობაში საბურავები შრება, იფშხვნება, კარგავს ფორმას და გამოუსადეგარი ხდება. სწორედ ამიტომ, ყველა საბურავს, რომელიც იწარმოება აქვს ექსპლუატაციის ვადა. სწორედ ისე როგორც მედიკამენტებს, ამ წამლის ამოწურვის შემდეგ საბურავის ექსპლუატაცია მიზანშეწონილი აღარაა, რადგან რეზინი გამომშრალია და დაკარგული აქვს ყველა ის თვისება რომელიც საბურავს აუცილებელია რომ ჰქონდეს: გზასთან მოჭიდება, დრეკადობა, სირბილე და გამძლეობა.



2. საბურავები ერთ-ერთი ყველაზე რთულად დაპროექტირებადი პროდუქტია ავტომობილში

იცოდით რომ საბურავის მწარმოებლები მიკრომეტრებს აქცევენ ყურადღებას საბურავის დაპროექტებისას? როგორი ფორმა აქვს, როგორ ატარებს ჰაერს, როგორ ატარებს წყალს, როგორ ეჭიდება მიწას სხვადასხვა გარემოებისას, რამდენად იკავებს ტემპერატურას აგრესიული დამუხრუჭებისას და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის დაბალანსებას მწარმოებლები საბურავებზე სწორი ზედაპირის გამოთვლით ახერხებენ, რაც ჭრილების მიკრომეტრებში გასწორებას გულისხმობს. ამიტომს აჭიროა საბურავის შეძენისას მისი მდგომარეობა გავითვალისწინოთ, ამას კი შესაბამისი ცოდნა ჭირდება. ეს ცოდნა ჩვენ გვაქვს, თქვენ კი მისი გამოყენება მხოლოდ 10 ლარად შეგიძლიათ. გამოიძახე ქარუ და ჩვენ შეგირჩევთ საუკეთესო საბურავს საუკეთესო ფასად.



3. საბურავები მნიშვნელოვანია დამუხრუჭებისას

დამუხრუჭებისას მთავარია რომ ავტომობილი საკმარისად სწრაფად გაჩერდეს. ამისთვის კი აუცილებელია კარგი საბურავები, რადგან კარგი მოჭიდების გარეშე სწრაფად გაჩერება ვერ მოხდება, უფრო მეტიც, თუ ავტომობილი გზას მოწყდა ცუდი საბურავების პირობებში მისი დამორჩილებაც წარმოუდგენელია.



4. სხვადასხვა სახის საბურავების დაყენება ავტომობილზე თვითმკვლელობის ტოლფასია

ხშირად ქართველი მძღოლები ყურადღებას არ ვაქცევთ საბურავების ტიპს (პროტექტორს) და სხვადასხვა საბურავზე ვაყენებთ ხოლმე ჩვენს რკინის მეგობრებს. ეს ძალიან ცუდი, არა უფრო სწორად დაუშვებელია!!! წარმოიდგინეთ ყინულის მოედანზე სასრიალოდ შესულს ცალ ფეზე რომ ციგურები გეცვათ და მეორეზე - სახლის ფეხსაცმელი. აი დაახლოებით იგივე სიტუაციაში აგდებთ თქვენს ავტომობილს სხვადასხვა საბურავის დაყენებით. სხვადასხვა საბურავს სხვადასხვა მოჭიდება აქვს ამიტომ დამუხრუჭებისას, სველ ზედაპირზე, მკვეთრი მანევრისას ისევე იფართხალებს როგოც თქვენ იმ ყინულის მოედანზე.

ნუ იზამთ ამას, საბურავების შეცვლა 30 ლარიდან შეიძლება, თუ დრო არ გაქვთ ჩვენ დაგეხმარებით. მხოლოდ რამდენიმე კლიკია საჭირო.

664 views0 comments

Comments


347 - 997 - 0910

info@thecaru.com

bottom of page