მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, თბილისში პარკირების საათობრივი საფასური შესაძლოა, 20 თეთრიდან დაიწყოს. მისივე თქმით, ფასი შედეგზე ორიენტირებული იქნება. ინფორმაციას ”ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
„ადგილობრივებისთვის იქნება ის ფასი, რაც ახლა არის შეთავაზებული - წელიწადში 50 ლარი და 6 თვეში 25 ლარი, მაგრამ ვიზიტორებისთვის გადასახადი გაცილებით მეტი იქნება“, - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.
ამასთან, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის განცხადებით, იქნება სპეციალური აპლიკაცია, რომელითაც მძღოლები საათობრივი პარკირების საფასურს გადაიხდიან.
საათობრივი პარკირების დროის ათვლა ტელეფონით მოხდება. დაანგარიშდება საფასური და ანგარიშიდან ჩამოიჭრება. ასევე დათვლილია საათობრივი პარკირების ადგილები, სადაც 200-მდე დამატებითი „ფეი ბოქსის“ დადგმაა საჭირო.
მისივე თქმით, „ფეი ბოქსების“ განთავსებასთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდება.
„მანქანის გაჩერების ადგილიდან „ფეი ბოქსის“ აპარატამდე დაშორებები მცირე უნდა იყოს. ყველაზე მეტი 25 მეტრი. ან ტელეფონში ექნება აპლიკაცია, რომ ერთი თითის დაჭერით მოახდინონ გადახდა“, - აცხადებს მუმლაძე
Comentarios