top of page

რამდენიმე გენიალური ჰაკი ავტომობილთან დაკავშირებით

1. როგორ გავაგრილოთ ავტომობილის სალონი რამდენიმე წამში ჩაჯდომამდე? ჩამოწიეთ რომელიმე კარის ფანჯარა ბოლომდე, შემოუარეთ ავტომობილს, საპირისპირო მხარეს განთავსებული რომელიმე კარი რამდენჯერმე გააღეთ და დაკეტეთ. მორჩა სულ ესაა, ძალიან მარტივია.


2. როგორ გავიგოთ გვერდით სარკეები სწორ პოზიციაში გვქვს თუ არა?

ძალიან მარტივია, თუ კარის სახელური ჩანს, მაშინ სარკეები არასწორ პოზიციაშია და შეიძლება სახიფათოშიც. საუკეთესო მდგომარეობაა როცა სარკეში მანქანის არც-ერთი ნაწილი არ ჩანს.


3. მგზავრობისას ცუდად ხდებით?

რა პრობლემაა, გადაწიეთ თავი მარჯვნივ ან მარცხნივ და წამიერად უკეთესად გახდებით


4. სატვირთოებმა უკეთ იციან!

თუ დაინახეთ რომ სატვირთომ უცბად სვლა შეანელა, თქვენც შეანელეთ! სატვირთო მძღოლები ერთმანეთს გამუდმებით ეკონტაქტებიან და აფრთხილებენ ვიდეოკონტროლისა და სიჩქარის ხაფანგების შესახებ.


5. მეტი საწვავი იგივე ფასად!

თუ საწვავის ბაკს ბოლომდე ავსებთ, მაშინ ჩასასხმელ იარაღს ხელი ნახევრად მოუჭირეთ, ასე მეტ ბენზინს და ნალებ ჰაერს მიიღებთ თქვენს ავტომობილში.


6. და ბოლოს...

არასოდეს, არასოდეს შეიცვალოთ ზოლი საცობში. კვლევებმა აჩვენა რომ ასე უფრო სწრაფად ვერ წახვალთ, შედეგად კი შეიძლება ავტოსაგზაო შემტხვევის მსხვერპლი გახდეთ.

611 views0 comments

Comments


347 - 997 - 0910

info@thecaru.com

bottom of page