top of page

პრეზიდენტობის კანდიდატები რომ ავტომობილები ყოფილიყვნენ

გუშინ საქართველომ პრეზიდენტის არჩევა სცადა. არ გამოგვივიდა, მეორე ტურია წინ, მაგრამ ხომ ვცადეთ. მოდით გადავხედოთ რა მოხდებოდა გუშინდელი არჩევნების კანდიდატები რომ ავტომობილები იყვნენ.

მაშ ასე, მოდი დავიწყოთ:


გრიგოლ ვაშაძე იქნებოდა Победа

მარტივია, იცი სადაურია, იცი რა უნდა, საბჭოთა კავშირთან გიჩენს ასოციაციას, მასზე მხოლოდ მშობლებისგან გსმენია, საერთოდ არ იწვევს ნდობას და გირჩევნია მასზე ილაპარაკო ვიდრე იყოლიო.



ზურა ჯაფარიძე იქნებოდა Chevrolet Volt

ჰიბრიდი გგონია და აღმოჩნდება რომ ელექტროა, იცი რომ ძალიან ეკონომიური, პრაქტიკული და თანამედროვეა, იცი რომ თავის საქმეს აკეთებს 10-იანზე, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება Prius-ს იყიდი.


დავით ბაქრაძე იქნებოდა Mercedes B Class

სხვა სახელი ქვია, შედარებით ძვირი ღირს, მაგრამ A Class-ის ნაწილები მიდის

შალვა ნათელაშვილი იქნებოდა Subaru Forester STI

ვიზუალურად მოგწონს, აგრესიულია, ფიცხი, შენახვა ძვირი ჯდება, დიდი სიამოვნებით გაერთობოდი 2-3 საათი, მაგრამ ფული რომ გქონდეს წახვალ და ამ ფასად M5-ს ან M3-იყიდი. მაქსიმუმ Imprezza STI, მაგრამ ამას არა.


დავით უსუფაშვილი იქნებოდა NIVA

შენი ოცნების ავტომობილი ნამდვილად არაა, მაგრამ რაღაცეებში რომ ძალიან მაგარია აღიარებ.


სალომე იქნებოდა Citroen DS

საერთოდ არ გახსოვდა, რომ ეჩვენებინათ სახელსაც კი ვერ გაიხსენებდი, მაგრამ როცა პაბედა გაქვს ვარიანტად ფიქრდები...

13,251 views0 comments

Comments


347 - 997 - 0910

info@thecaru.com

bottom of page