Mercedes რომ ის ბრენდია, რომელიც უნდა დავაფასოთ და მაგალითი ავიღოთ 2 აზრი არ აქვს, მაგრამ რა ვიცით ამ ბრენდის შესახებ? დამიჯერეთ თითქმის არაფერი. დაბლა თქვენ წაიკითხავთ 10 რეალურ ფაქტს ამ ბრენდის შესახებ, რომელიც როგორც მინიმუმ განცვიფრებას გამოიწვევს.
1. ჭკვიანი კარლი
პირველი შიდა წვის ძრავით შექმნილი Mercedes Karl Benz-ს ეკუთვნის, საჭირო ინვესტიცია კი მისი საცოლე ბერტასგან მოიზიდა.
(ყოჩაღ კარლ, გოგოს არჩევა გცოდნია)
2. რომის პაპი Benz-ს ატარებს
რომის პაპი Mercedes Benz M Class-ს იყენებს, რა თქმა უნდა ცოტა მოდერნიზირებულს, ანგბადის მიწოდების სისტემითა და ტყვიაგაუმტარი შუშებით.
3. Mercedes-ს სამუშაოდ კარგი ადგილია
2013 წელს გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, Mercedes-ს ეკავა 30-ე ადგილი ნომინაციაში „სამუშაოდ საუკეთესო კომპანიები“. ეს ამტკიცებს რომ ბრენდი დაქირავებულებისადმი ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი.
4. Benz და ცნობილი ადამიანები
Elvis Presley, John Lennon, Hugh Hefner, Jack Nicholson, Coco Chanel, Aristotle Onassis, Fidel Castro, და Elizabeth Taylor ისინი ყველანი გადაადგილდებოდნენ Mercedes 600 მოდელით.
5. სიმბოლო
Mercedes-ის სიმბოლოს ყველა ცნობს, მაგრამ ყველამ იცის მისი მნიშვნელობა? ვარსკვლავის 3 ქიმი გულისხმობს ჰაერს, მიწასა და ზღვას. ამ სიმბოლოს Mercedes-ის ყველა მოდელის ცხვირზე იპოვით.
6. ლოზუნგი
Mercedes-ის ლოზუნგია “Das Beste oder Nichts” - რაც ნიშნავს „საუკეთესო ან არაფერი“.
7. თეთრი ოქრო მთელ ექსტერიერზე
ერთ-ერთმა მილიარდერმა აბუ დაბიდან გააკეთა შეკვეთა თეთრი ოქროთი დაფარულ მერსედესზე. ამ ავტომობილის დასამზადებლად $2.5 მილიონის თეთრი ოქრო დაიხარჯა. შედეგად კი მთელი მანქანა თეთრი ოქროთი დაიფარა.
8. განსხვავებული მიდგომა
Mercedes თავის მოდელებს ადუღებს 10,000 წერტილში, რათა გარანტირებული იყოს ძარის სიმყარე.
9. ველოსიპედი მერსედესისგან
Mercedes მომავალში ველოსიპედების სერიოზულად წარმოებას აპირებს.
10. მონუმენტი პარკში
New Jersey-ში Cemetery Park-ში დგას Mercedes 240 დიზელის მონუმენტი, რომელიც ერთ-ერთი მერსედესის ენთუზიასტის სულისთვის პატივსაცემად შექმნეს. ეს ადამიანი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და მამამისის მეგობარმა ქვა-ქვაზე არ დატოვა რომ მისთვის პატივი ასე მიეგო. საინტერესო ისაა, რომ ეს მონუმენტი უკიდურესად დეტალიზირებულია და 1970 წელს მისი შექმნა $500,000 დაჯდა.
Comments