top of page

მეორადი საბურავები - მათი ეკონომიურად მოხმარების 3 წესი

მეორადი საბურავების მოხმარება ჩვენს ქვეყანაში ძალიან პოპულარულია, თუმცა ეს ქარხნის წესებით მიზანშეწონილი არაა ჩვენს რეალობაში ძალიანაც გამართლებულია, რადგან ქვეყანაში იმპორტირებული უხარისხო საბურავების გამო ახალს და დაბალხარისხიანს ისევ მეორადი და ხარისხიანის ყიდვა სჯობს.

რადგან უკვე შევთანხმდით რომ მეორადი საბურავების ყიდვა უკეთესია მოდით ბარემ იმასაც გასწავლით თუ როგორ უნდა გამოიყენოთ კიდევ უფრო ეკონომიურად თქვენი საბურავები ან როგორ უნდა დაიცვათ თავი იმ არასასიამოვნო შედეგებისგან რომელიც მეორად საბურავს შეიძლება მოჰყვეს.



1. შეიძინეთ მხოლოდ მაღალპროტექტორიანი საბურავები

საბურავის ყიდვისას ყურადღება უნდა მიაქციოთ პროტექტორს, თუმცა რაც უფრო მაღალია პროტექტორი, მით მეტია საბურავის ღირებულება. ამ შემთხვევაში ეს მიზანშეწონილი დანახარჯია, რადგან საბოლოო ჯამში მაინც უფრო იაფი გამოგივათ. საქმე იმაშია, რომ ის დამატებითი ღირებულება, რაც საბურავის პროტექტორის გამო უნდა გადაიხადოთ გაცილებით დაბალია საბურავის მალე გამოცვლისგან გაზრდილ ხარჯთან შედარებით. ამასთან მაღალპროტექტორიან საბურავი საწვავისა და სამუხრუჭე ხუნდების ხარჯსაც შეგიმცირებთ.



2. შედარებით კარგი საბურავები წინა მხარეს დააყენეთ.

ეს იმიტომაა აუცილებელი, რომ თუ საბურავი უკვე დეფორმირებულია და შანსია რომ გასკდეს ჯობია უკანა საბურავები გასკდეს ვიდრე წინა, იმიტომ რომ წინა საბურავების გახეთქვის შემთხვევაში ავტომობილის დამორჩილებას ვერაფრით შეძლებათ, რადგან სწორედ წინა საბურავებით უხვევს ავტომობილი. ამიტომ თუ მსგავსი საფრთხის წინაშე დგახართ ჯობია უკანა საბურავი გარისკოთ, ასე ავტომობილის გაჩერებას მაინც შეძლებთ.

ხოლო თუ საერთოდ ჭკვიანურად გნებავთ მოიქცეთ ჩვენ შეგვიძლია ახალი ან მეორადი საბურავები თქვენთვის საუკეთესო ფასად შევიძლინოთ. ამისთვის დააკლიკეთ აქ!



3. ზაფხულში ზაფხულის საბურავები გამოიყენეთ!!!

ზამთრის საბურავები კარგია, ოღონდ ზამთარში. ზაფხულში მისი გამოყენება ყველაზე დაუფიქრებელი საქციელია, რომელიც საბურავებთან მიმართებაში შეიძლება გააკეთოთ. საქმე იმაშია, რომ შენანობიდან და პროტექტორის ტიპიდან გამომინარე ასფალტზე სიარულისას ზამთრის საბურავები ძალიან სწრაფად ცვდება და კარგავს თავის უნიკალურ თვისებებს. ამიტომ სჯობს სესხი აიღოთ და ზაფხულისთვის ზაფხულის საბურავები იყიდოთ ვიდრე ზამთრის საბურავები გააფუჭოთ. ასეთ შემთხვევაში ზამთრის საბურავები მეორე წელსაც გექნებათ ან თუ მანამდე ავტომობილს გაყიდით საბურავების პირობით უკეთეს ფასად მოახერხებთ ამას.

690 views1 comment

1 Comment


Giorgi Gogoladze
Giorgi Gogoladze
Aug 23, 2018

iqneb shemdegi posti MS dautmo egretwodebul zimaletebs, yvelaze gavrcelebulia sakartveloshi mgoni yvela sezons saburavebi (vitom) :D

Like

347 - 997 - 0910

info@thecaru.com

bottom of page