top of page

G Class - აი თურმე რატომ ღირს ის ასეთი ძვირი.

არსებობს უამრავი მიზეზი რატომაც G Class აუცილებლად უნდა ყავდეს ავტოენთუზიასტს. ზოგისთვის ეს კუთხეებიანი დიზაინია, ზოგისთვის მისი ამტანობა, ზოგისთვის ელეგანტურობა, ავტორიტეტი და სხვა.

შეიძლება თქვენთვის არც-ერთი არ იყოს მისაღები და საერთოდ არ მოგწონდეთ ეს ავტომობილი, მაგრამ ჩვენ გეტყვით რამდენიმე ფაქტს, რის გამოც უნდა აფასებდეთ მას!


1. მას აქვს დიდებული ისტორია

პირველი G Class შეიქმნა მკაცრად უგზოობისთვის. ის 1979 წელს წარადგინა დაიმლერმა და სქელი ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს იყო ავტომობილი უგზოობისთვის. დროთა განმავლობაში კი მისმა განსხვავებულმა დიზაინმა და ამტანობამისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ დაიმლერმა გადაწყვიტა 35 წლის განმავლობაში დიზაინისთვის თითიც კი არ დაეკარებია.


2. G Class ნიშნავს Geländewagen (ანუ ქვეყანათაშორისი ავტომობილი)

მკაცრი დიზაინი არის ის, რაც ამ მოდელს ბრძოლებისთვის პოპულარულ ავტომობილად აქცევს. გარდა იმისა რომ ეს არის ერთი შეშლილი ავტომობილი, რომელიც 50 ლიტრი ცხელი ცვილითაა დაფარული რომ არასოდეს დაჟანგდეს, მისი ფანჯრები სტრატეგიულადაა დაპროექტებული ისე, რომ ნებისმიერმა მოხელემ მოხერხოს შეცვლა თუ რომელიმე ექსპედიციაში დაზიანდება.


3. G Class სამხედროების საყვარელი ავტომობილია

დღესაც, 35 წლის შემდეგ, 39 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მხოლოდ ამ ავტომობილს ანდობენ თავიანთ უსაფრთხოებას, რადგან არ არსებობს სხვა არც-ერთი ავტომობილი, რომელიც ისევე საიმედოა როგორც G Class.


4. თქვენ შეგიძლიათ G Class-ით იმოგზაუროთ დედამიწიდან მთვარემდე და უკან!

გერმანელმა წყვილმა Mercedes 300GD მოდელით 850,000 კილომეტრი გაიარეს მსოფლიოს გარშემო ექსპედიციის ფარგლებში. ეს კი ზუსტად იმდენივეა რამდენიც დედამიწიდან მთვარემდე ორმხრივი მოგზაურობა + 80,000 კილოეტრი.


5. G Class ხელით იწყობა ავსტრიაში!

G ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მოდელებში, რომელიც ხელით იწყობა. ის ავსტრიის ერთ-ერთ საწარმოში - Magna Steyr-ში იწარმოება.

2,081 views1 comment

1 Comment


გიორგი ჟიჟიაშვილი
გიორგი ჟიჟიაშვილი
Sep 18, 2018

" 80,000 კილოეტრი" კი არა, 769000 კილომეტრია

Like

347 - 997 - 0910

info@thecaru.com

bottom of page