top of page

Bugatti-მ ჩირონის სათამაშო ვერსია წარმოადგინა.

გზებისთვის ლეგალური, მაგრამ შექმნილი სარბოლო ტრასისთვის




დღეს მონტერეიში, ბუგატიმ წარმოადგინა Bugatti Divo, ჩირონის სათამაშო ვერსია, რომელიც იგივე Chiron-ია, მაგრამ 77 ფუნტით მსუბუქია და 198 ფუნტით მეტ დაწოლის ძალას ქმნის.



ახალი Divo იგივე 1500 ცხენის ძალიანი ძრავითაა აღჭურვილი რითიც Chiron, თუმცა Divo-ს ნაკვთები გაცილებით „დახვეწილია“. რაც იმას ნიშნავს რომ ახალი Divoმოსახვევებში ისეთივე მოქნილი და ეფექტური იქნება როგორც ქალი რომელიც ქმარს უხსნის თუ რაში ჭირდება კიდევ ერთი ჩექმა.



ის რომ Divo-ს იგივე ძრავი და უკეთესი აეროდინამიკა აქვს არ ნიშნავს რომ უფრო მაღალი მაქსიმალური სიჩქარე აქვს. მისი მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულადაა შეზღუდული და სულ რაღაც 236 მილია საათში, 30 მილით უფრო ნაკლები ვიდრე Chiron-ის.



„For this car, straight lines aren’t the point. Around a track, the Divo will beat the Chiron all day long. 

ასე განაცხადა სტეფან ვინკლმანმა - Bugatti-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, რაც ჩვენს ენაზე დაახლოებით ასე გადმოითარგმნება.

ამ მანქანისთვის სწორ გზაზე მაღალი სიჩქარის განვითარება არაა მთავარი მიზანი, აი სარბოლო ტრასაზე კი Divo Chiron-ს სახეს გააძრობს.

195 views0 comments

Comments


347 - 997 - 0910

info@thecaru.com

bottom of page