ამორტიზატორი ავოტმობილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი დანიშნულება იმაშია, რომ ბორბლები გზასთან სწორ მოჭიდებაში ამყოფოს. როდესაც ამორტიზატორი დაზიანებულია ავტომობილის კომფორტი და გზასთან მოჭიდება გაუარესებულია, რაც არა მარტო დისკომფორტს იწვევს, არამედ ფატალური შედეგითაც შეიძლება დასრულდეს.
თუ ავტომობილი გამართული არაა, მაშინ შეიძლება ისეთი პრობლემები შეგექმნათ როგორიცაა:
1. მუხრუჭისას ავტომობილის კონტროლის დაკარგვა
როესაც ამორტიზატორები მწყობრში არ გაქვთ, მუხრუჭისას ირღვევა წინა ან უკანა ნაწილის მდგრადობა (გამომდინარე სიტუაციიდან), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაკლები მოხვევადობა (შეიძლება წინა ნაწილი დავარდეს მუხრუჭისგან და სიმზიმის ამგვარი გადანაწილების გამო ავტომობილმა აღარ მოუხვიოს) ან საერთოდ კონტროლის დაკარგვა, რაც ძალიან ხშირად ფატალურად სრულდება ხოლმე.
2. მოხვევისას გზასთან ცუდი მოჭიდება
ავტომობილი, რომელსაც მწყობრში არ აქვს ამორტიზატორები, მოხვევისას ძალიან იხრება, რაც ხშირად ხდება ხოლმე მგზავრების დისკომფორტისა და ავარიის მიზეზიც, რადგან წონის ცუდი გადანაწილების გამო რომელ მხარესაც უხვევ ის თვლები გზას ნაკლებად ეჭიდება და მძღოლიც ამის გამო ხშირად კარგავს ხოლმე კონტროლს.
3. უგზოობაში ავტომობილის უბალანსობა
უგზოობისას ძალიან მნიშვნელოვანია ამორტიზატორების მწყობრში ყოფნა, რადგან ყოველი უსწორმასწორო ზედაპირის გადავლისას ავტომობილი ირყევა, ხოლო თუ ამორტიზატორი ვერ შეძლებს ძარის დაჭერას შეიძლება ავტომობილმა იატაკი სავალ ნაწილს დაარტყას და ბევრი რამ დააზიანოს.
4. სხვა სავალი ნაწილების გაფუჭება
ამორტიზატორი იცავს ისეთ სავალ ნაწილებს გაფუჭებსგან რომლებიც ორმოში ჩარტყმისას დატვირთვა ადგება. საქმე იმაშია რომ ნებისმიერი ზემოქმედება საბურავზე ჯერ ამორტიზატორზე მოდის და შემდეგ გადადის სხვა სავალ ნაწილებზე. შესაბამისად როდესაც ამორტიზატორი სუსტია სავალ ნაწილებზე მეტი დატვირთვა მოდის.
5. მაღალ სიჩქარეზე კოტროლის დაკარგვა
რაც უფრო მაღალია სიჩქარე, მით მეტია ქარის ზეწოლა ავტომობილზე. თუ მაღალი სიჩქარისას ავტომობილი მოხვდება არასწორი ზედაპირის მქონე (ტალღოვან) სავალ ნაწილზე აუცილებელია რომ მან შეინარჩუნოს მდგრადობა, რაც მწყობრიდან გამოსული ამორტიზატორების შემთხვევაში არ ხდება. შედეგად კი მსგავსი სიტუაციები ხშირად სრულდება საგზაო შემთხვევით.
6. ავტომობილის კომფორტის გაუარესება
აქ სათქმელი ბევრი არაფერია, გაფუჭებული ამორტიზატორებით ავტომობილი ისე ირწევა როგორც ბებოს საყვარელი სკამი და უსწორმასწორო ზედაპირის მქონე გზაზეც ნაკლებად რბილია.
7. უამინდობაში მდგრადობის დარღვევა
გაფუჭებული ამორტიზატორი ხშირად გამხდარა ხოლმე საგზაო შემთხვევის მიზეზი უამინდობისას. როდესაც სველ გზაზე გადაადგილდები ავტომობილით, რომელსაც ამორტიზატორები მწყობრში არ აქვს დიდია შანსი რომ აქვაპლანინგის (როდესაც ავტომობილი ცალი მხარით გზაზე დაგროვებულ წყლის მასაში გაივლის და გზასთან მოჭიდებას კარგავს) დროს მძღოლმა კონტროლი დაკარგოს, რაც ხშირად ავტომობილის გზიდან გადასვლის და მაღალი სიჩქარის შემთხვევაში ამოტრიალების მიზეზიც გამხდარა. ასევე მწყობრიდან გამოსული ამორტიზატორები ძალიან საშიშია თოვლით ან ყინულით დაფარულ ზედაპირზეც.
8. მოცურების საწინააღმდეგო სისტემების უფუნქციობა
მოცურების საწინააღმეგო სისტემები, როგორცებიცაა ABS და ESP, ფუნქციონირება დამოკიდებულია საბურავებსა და ამორტიზტორებზე, რადგან ეს სისტემები საბურავიდან წაოსული ზეწოლის საფუძველზე ახდენს შესაბამის რეაგირებას. როდესაც ამორტიზატორი არ ფუნქციონირებს რა თქმა უნდა ESP-მდე არასწორი ინფორმაცია მიდის, რაც მას ხშირად უფუნქციოს და უფრო მეტიც, საშიშს ხდის.
9. საბურავების ცვეთა
ამორტიზატორების ერთ-ერთი დანიშნულბაა საბურავების გზასთან მოჭიდების უზრუნველჰყოფა, როცა ამორტიზატორი დაზიანებულია საბურავის გზასთან თანაბარი მოჭიდებაც ირღვევა და საბურავი არათანაბრად იცვითება, რაც მას უსარგებლოს ხდის.
Comments