top of page

7 მცნება Prius-ის მფლობელებისთვის



1. სანამ იყიდი პრიუსს დარმწმუნდი რომ მისი მართვის თავისებურებები მოგწონს!

გამომდინარე იქედან, რომ პრიუსი ჰიბრიდია მას ახასიათებს მართვის სპეციფიური შეგრძნება, რაც არც ცუდია და არც კარგი, უბრალოდ განსხვავებულია ყველა სხვა ავტომობილისგან, ამიტომ უმიზეზო წუწუნით რომ ახლობლები არ შეაწუხოთ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ ჯერ გატესტეთ რომელიმე პრიუსი, ოღონდ კარგ მდგომარეობაში.



2. არ მოთხოვო პრიუსს რომ დაწვას 3 ლიტრი

2010 წლის პრიუსი, რომელიც დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული ჰიბრიდული ავტომობილია მსოფლიოში 100 კილომეტრზე ქალაქის პირობებში წვავს დაახლოებით 5 ლიტრს. ის რომ 3 ლიტრს უნდა წვავდეს მხოლოდ ზღაპარია და მეტი არაფერი. ასე რომ არ ინერვიულოთ, თქვენი ავტომობილი მწყობრშია. ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოგვიძახა და გვთხოვა გაგვეგო თუ რა ჭირდა მის ავტომობილს, რადგან ქალაქის პირობებში წვა 5 ლიტრამდე ადიოდა. აღმოჩნდა რომ მის მეგობარს უთქვამს, რომ მისი ავტომობილი ქალაქში 3 ლიტრ საწვავს მოიხმარდა 100 კილომეტრზე. ჩვენ ავუხსენით რომ ეს ნორმალურია და რომ ასე უნდა წვავდეს. თავიდან არ გვიჯერებდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ოფიციალური მონაცემები ვანახეთ დაიჯერა. ასე რომ არ ინერვიულოთ თუ თქვენი ავტომობილიც ასევე წვავს, ხოლო თუ 5.5 ლიტრზე მაღლა წავიდა წვა მაშინ მართლა რაღაც გაქვთ შესამოწმებელი და შეგიძლიათ მოგვმართოთ.



3. ჩამოყალიბდი რომელი თაობის პრიუსი გინდა

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა პრიუსის პოტენციურ მფლობელებში არის იმის შესახებ განსხვავებული აზრი თუ რომელი თაობის პრიუსი ჯობია. მეორე თაობა (2004-2010) თუ მესამე თაობა (2010-2017). სხვაობა იმაშია, რომ მესამე თაობას შედარებით ნაკლები აქვს წვის მაჩვენებელი, თუმცა მეორე თაობის სავალი ნაწილები გაცილებით გამძლეა და სხვა ნაწილებიც გაცილებით იაფი ღირს.

P.S. ფოტოზე ნაჩვენებია პრიუსების 3 თაობა, ის ლურჯი არის პირველი თაობა, რომელზეც საუბარი არ მინდა, რადგან მაინც არავინ იყიდით, ნელი, მახინჯი და არაპრაქტიკულია. თუმცა კი გმირია, ის რომ არა სხვა პრიუსები არ იარსებებდნენ.



4. ნუ მიეცემი ამპარტავნებას თუ შენს პრიუსს ტყავის სალონი აქვს!

როდესაც ავტმობილები ჯერ კიდევ ფუფუნების საგანი იყო და ისე გამოიყურებოდა როგორც ზედა ფოტოზეა ნაჩვენები, გადაადგილებისთვის მძღოლებს იყენებდნენ, მეპატრონე კი უკანა სავარძელზე იჯდა. საინტერესოა რომ ამ დროს ავტომობილების უკანა სავარძლები ნაჭრისგან იკერებოდა, ხოლოდ წინა, სადაც მძღოლი იჯდა, ტყავისგან. საქმე იმაშია რომ ტყავის სავარძლები ზაფხულში ძალიან ცხელდება, ზამთარში ცივია სრიალებს და დისკომფორტს იწვევს მგზავრობისას. სწორედ ამიტომ მეპატრონეს ნაჭრის სავარძლები ჰქონდა, ხოლო მძღოლზე არავინ ფიქრობდა. აი ასე, ტყავის სალონის დამატებითი ღირებულება მხოლოდ მარკეტინგის შედეგია და მეტია რაფერი, განსაკუთრებით ისეთ ბიუჯეტურ ავტომობილში როგორიცაა პრიუსი.



5. თუ ბატარეების სუნმა შეგაწუხა - გაწმინდე!

ჰიბრიდების მიმართ ყველაზე ხშირად გაჟღერებული პრეტენზია არის ბატარეების სუნი სალონში. საქმე იმაშია, რომ ჰიბრიდები აღჭურვილია ლითიუმის ბატარეებით, ამან კი დროთა განმავლობაში გარეთ გამოსვლა და სპეციფიური სუნი იცის. ეს თუ გაწუხებთ საჭიროა პერიოდულად ბატარეები გაწმინდოთ ხოლმე. ამის გაკეთება კი სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ - CARU-ს დახმარებით.



6. ნუ შეადარებ Prius-ს Volt-ს!

პრიუსი არის ჰიბრიდი, ხოლო ვოლტი არის ელექტრომობილი. პრიუსს აქვს ძრავი, რომელიც ბატარეების დახმარებით მუშაობს. Volt-ს აქვს გენერატორი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მუხტავს ბატარეას, რომელიც შემდგომ ამოძრავებს საბურავებს. ეს კი ორი სრულად განსხვავებული სისტემაა, რომელია თქვენთვის უფრო მისაღები და საინტერესო თქვენგ ადაწყვიტეთ, ამაში კი შეგიძლიათ დაიხმაროთ ჩვენი შემდეგი პოსტი, რომელიც ხვალ დაიდება და ამ ორი ავტომობილის შედარებაზე იქნება.



7. არ დაპანიკდე თუ შენს ავტომობილს ჰიბრიდული სისტემის პრობლემა აქვს

როგორც ყველამ იცის პრიუსი არის ერთ-ერთი ყველზე გამძლე და საიმედო ავტომობილი რომელიც შეგიძლია შეიძინო, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ის უფუჭებელია. ყველაზე ჯანსაღ პრიუსსაც კი აქვს პრობლემები. ყველაზე გავრცელებული პრობლემა უკავშირდება ჰიბრიდულ სისტემებს რაც მომხმარებელს ხშირად არც ისე იაფი უჯდება. თუმცა ეს ნუ შეგაშინებთ, თუ ამ მოდელს საკმაოდ კარგად იცნობ გეცოდინება რომ არის ასეთი პრობლემების მოგვარების იაფი გზებით, რაც რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით, ამიტომ თუ მსგავსი პრობლემა გაქვთ და არ გინდათ ძვირი გადაიხადოთ გამოგვიძახეთ.

1,392 views0 comments

Comments


347 - 997 - 0910

info@thecaru.com

bottom of page