1. ბერმუდის დაწყევილი ხვრელის ჯიბე
ეს „დაწყევლილი“ სივრცე ეშმაკის არსებობის ერთ-ერთი ყველაზე მყარი დამადასტურებელი საბუთია. სწორედ მისი დამსახურებაა რომ გაყიდვისას თავისუფლად შეგიძლიათ ავტომობილს $200-$300 დააკლოთ თუ ამ სივრცეს ამოაცარიელებთ. თუმცა ყველა ბოროტებას ყავს მოწინააღმდეგე სიკეთე და ამ სიკეთის შემქმნელი ნამდვილად სამოთხეში მოხვდება. ეს ჯიბე Amazon-ზე $10-დან იწყება და თქვენს ცხოვრებაში „უხ შენის“ დაყვირების რადოენობას მინიმუმ 3-ჯერ შეამცირებს.
2. ჯვარედინი ქანჩი საბურავების მოსახსნელად
მე ამ ქანჩის აუცილებლობას მაშინ მივხვდი, როცა მეორად გზაზე, სადაც არც ისე ბევრი მანქანა დადის, საბურავდაშვებული უიმედოდ აღმოვჩნდი გაჩერებული. იმის გამო რომ უმეტესობას მეორადი ავტომობილები გვყავს ის ხშირად გვაკლია ხოლმე, რადგან ძალიან მარტივად იკარგება ყოველდღიურობაში. კიდევ იმის გამო რომ მაინდამაინც ხშირად არ გვჭირდება გვეზარება ხოლმე მის საყილად გასვლა. თუმცა დამიჯერეთ, არ დაიზაროთ და გადით! ერთ დღესაც დამლოცავთ ამ რჩევისთვის.
3. წვიმისგან დამცავი პლასტმასები
ასეთი რაღაცეები მარტალია არც ისე ლამაზად ჩანს მანქანაზე, მაგრამ დამიეჯრეთ ძალიან პრაქტიკულია. განსაკთრებით თუ მწეველი ხარ მანქანაშიც ეწევი, მაშინ თქვენთვის ის მისწრებაა. საქმე იმაშია, რომ წვიმისას თუ ეს პლასტმასები არ გაქვს და ფანჯარას ჩაწევ სალონი დაგისველდება და ინსტიქტურად მოგიწევს „უხ შენი“ წამოიძახო.
4. მობილურის სამაგრი
როდესაც Toyota Camry ვიყიდე ყველაზე მეტად მასში რაც მომეწონა იყო ის, რომ უამრავი სათავსო აქვს სადაც შეგიძლია ტელეფონი მოხერხებულად დადო. თუმცა ეს არც ისე კარგი იდეაა, რადგან მერე იმისთვის აღარ გრჩებათ ხომე ადგილი, რისთვისაც ეს სათავსოებია შექმნილი. სწორედ ტელეფონის გამო, ერთხელ ბეწვზე გადავრჩი რომ ყავა არ გადამსხმოდა მეც, ტელეფონსაც და სალონსაც. ინსტიქტურად ყავის ჩადება ინდოდა მისთვის განკუთვნილ ჩასადებში, თუმცა აღმოჩნდა რომ იქ ტელეფონი იდო. ეს ერთ-ერთი ყველაზე გულიანი „უხ შენი“ იყო ჩემ ცხოვრებაში.
5. ავტოდაზღვევის პოლისი
ეს განსაკუთრებით საჭირო ნივთია თუ ავტოსაგზაო შემთხვევა თქვენი ბრალია, თუმცა არ ნიშნავს, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანია, როცა სხვაა დამნაშავე. საქართველოში ასეთი შემთხვევების 30%-ზე მეტი არ ნაზრაურდება, რადგან დამნაშავეს უბრალოდ არ შეუძლია მსგავსი თანხის გადახდა.
Comments