საწვავის ხარჯი ჩვენი ქვეყნის ავტომფლობელების ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა. გარდა იმისა, რომ ჩვენთან საწვავი 2.6 ლარამდე ღირს არის ძალიან ბევრი ფაქტორი რაც ჩვენს ყოევლთვიურ დანახარჯს 100-დან 500 ლარამდე ზრდის. ყველას ჩამოთვლას არ დავიწყებთ, მაგრამ გეტყვით 3 ყველაზე მტკივნეულ ფაქტორზე, რომელიც საწვავის ხარჯზე მოქმედებს.
1. სწორი ზომის დისკებისა და საბურავების დაყენება
2018 წლის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია 1,3 მილიონამდე ავტომობილი. ეს კი კოლოსალური რიცხვია ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა, გაცილებით კოლოსალური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ის ფაქტი, რომ ამ ავტომობილების 80%-ზე მეტს შეუსაბამო ზომის საბურავები და დისკები უყენია. საქმე იმაშია, რომ როდესაც ცოტა დიდ საბურავს ან დისკს აყენებთ სამოძრაოდ ავტომობილს ჭირდება მეტი ძალა, რაც ზრდის წვას. ხოლო როდესაც ზომით პატარა საბურავს აყენებთ უფრო სწრაფად გიწევთ ძრავის ღერძის დატრიალება რომ საბურავები თქვენთვის სასურველი სიჩქარით დატრიალდეს. ესეც საწვავის ხარჯზე მოქმედებს. თუ არ გინდათ თქვენი შემოსავლის დიდი ნაწილი საწვავის არაფრისმომცემ ხარჯს მოხმარდეს მაშინ დააყენეთ სწორედ ის საბურავები, რომელიც თქვენი მანქანის მძღოლის კარზეა წერია.
ხოლო თუ საბურავების შეცვლისთვის დრო არ გაქვთ და არც ფასში ხართ დარწმუნებული, მაშინ ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ. ჩვენ თქვენთვის ვიპოვით საუკეთსო საბურავებს საუკეთესო ფასად, თქვენი მხრიდან მხოლოდ აქ დაკლიკებაა საჭირო.
2. ჰაერის ფილტრის გამოცვლა
იცოდით რომ ავტომობილის ჰაერის ფილტრის საშუალებით შეგიძლიათ იმსჯელოთ ავტომობილის ექსპლუატაციის ადგილის ეკოლოგიურ პრობლემებზე? კი ეს ნამდვილად ასეა, მაშნ როცა შვეიცარიაში ჰაერის ფილტრს წელიწდში ან 2 წელიწადში ერთხელ ცვლიან საქართველოში მისი შეცვლა ყოველ 3 თვეშია რეკომენდირებული. საქმე იმაშია, რომ თქვენი ავტომობილი სუნთქავს, ისევე როგორც თქვენ და ამ სუნთქვისთვის საჭირო ჰაერს სწორედ ეს ჰაერის ფილტრი ფილტრავს. თუმცა, რაც უფრო რთულად სუნთქავს ავტომობილი მით მეტი ძალისხმევა უწევს ძრავს და საწვავის სისტემას რომ თქვენთვის სასურველი სიჩქარე განავითარონ. აი ასე იზრდება თქვენი ავტომობილის ხარჯი დაახლოებით 5%-ით. თუ გინდათ რომ თქვენმა ავტომობილმა ნალები საწვავი მოიხმაროს, აუცილებლად შეცვალეთ ჰაერის ფილტრი დროულად!!! მითუმეტეს რომ მისი ფასი სულ რაღაც 10 ლარიდან იწყება.
3. სავალი ნაწილების შეკეთება
შეიძლება თქვენთვის ეს ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ სავალი ნაწილები გაზრდილი წვის ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა. აქ მიზეზი მარტივია და დიდ ახსნასაც არ საჭიროებს, ავტომობილის სტაბილურობის დარღვევა! თუ უფრო ზუსტად გინდათ გაიგოთ ეს როგორ ვნებს ვითარებას, მაშინ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი პოსტი სავალი ნაწილების შესახებ. ხოლო თუ გაგახსენდათ რომ თქვენი ვტომობილი მაინცდამაინც სასურველ ხმებს არ გამოსცემს მაშინ დაგვიკავშირდით.
Commentaires