საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება ბრუნდება და ამან დიდი აურზაური გამოიწვია როგორც მომხმარებელში ისე ხელოსნებში.
საქმე იმაშია, რომ უცბად რამდენიმე ისეთი მომსახურება, რომელიც სავალდებულოა ტექდათვალიერებისთვის ძალიან გაძვირდა რაც ავტომფლობელების სერიოზულ გაკვირვებას იწვევს ხოლმე.
დაბლა ნახავთ 3 ტოპ ნაწილს/მომსახურებას, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირდა:
1. საქარე მინები/მონტაჟი
საქარე მინები ყველაზე გავრცელებული დეტალია, რომელიც სავალდებულო ტექდათვალიერებამ გააძვირა. მაგალითად, თუ Mercedes A class-ზე საქარე მინას აქამდე 150-200 ლარად იყიდით დღეს ფასები 250-დან 450 ლარამდე მერყეობს.
ფასების საშუალო ნამატი 100%-დან 300%-მდეა.
2. ფარების გასწორება/ადაპტაცია
იაპონურ ავტომობილებს, რომელსაც საჭე მარჯვნივ აქვს, ფარების განათების დახრაც მარჯვენა მხარეს აქვს. ეს იმიტომ რომ მარცხენა ზოლში მძრაობაზეა გათვლილი. საქართველოში კი მათ საპირისპირო მხარეს მოძრაობა უწევს. სავალდებულო ტექდათვალიერების რეგლამენტში კი მითითებულია რომ ფარების განათების დახრა უნდა ჯდებოდეს ქართულ სტანდარტებში. ამიტომ საჭირო ხდება იაპონური ავტომობილების ფარების რეგულირება ჩვენი სტანდარტების შესაბამისად.
ამის გამო ფარების რეგულირების ფასი 20 ლარიდან 50+ ლარამდე გაიზარდა, ზოგ ავტომობილზე კი, (მაგალითად Prius aqua) 180 ლარიც კი ჯდება.
3. საბურავები
საბურავები ერთ-ერთი პროდუქტია, რომელმაც ფასი საგრძნობლად მოიმატა, თუმცა სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, საბურავებზე ფასის მატება ჯერ კიდევ წინაა. საქმე იმაშია, რომ ზამთრის სეზონზე დაიწყება ზამთრის საბურავების შესყიდვა, ამას დაემატება ტექდათვალიერებისთვის სავალდებულო საბურავებზე მოთხოვნაც, რაც ფასს საგრძნობლად გაზრდის. ამიტომ თუ საბურავები შესაცვლელი გაქვთ რაც მალე იზამთ ამ საქმეს მით უკეთესი. რადგან სხვა შემთხვევაში შეიძლება 2-მაგის გადახდაც კი მოგიწიოთ.
P.S. ჩვენ ამ ყველფერს მომზადებული შევხვდით
საქარე მინების შეგვიძლია გაყიდინოთ 120 ლარიდან
ფარებს გაგასწორებინებთ 40 ლარიდან
ხოლოდ საბურავები 30 ლარიდან
თან ისე რომ ადგილიდან განძრევაც კი არ დაგჭირდებათ!!!
Comments