top of page

3 გზა როგორ შეიძლება სავალმა ნაწილმა ჩვენი (ან ჩვენს გამო სხვისი) სიცოცხლე შეიწიროს.

სავალი ნაწილები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ავტომობილებში. საქმე იმაშია, რომ დაზიანებული სავალი ნაწილის გამო ყველაზე დიდია საგზაო შემთხვევის ალბათობა, თან ისეთის, რომლის შედეგებზეც ვერ ვიტყვით - რკინაა გასწორდება.

ესეც 3 შედეგი, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება დადგეს:



1. დაზიანებული ამორტიზატორები - მდგრადობის პირველი საფრთხე და სერიოზული პრობლემა.

დაზიანებული ამორტიზატორების გამო ავტომობილი შეიძლება მუხრუჭისას დაუმორჩილებელი გახდეს, დაკარგოს მოხვევის კუთხე, დაერღვეს ბალანსი და ამის გამო დააზიანოს ავტომობილის იატაკქვეშა ნაწილები ან სულაც დააზიანოს სხვა ავტონაწილები. ამის შესახებ უკვე დავწერეთ ჩვენს ბლოგზე და ეს პოსტი შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე. ხოლო თუ ამორტიზატორების სახლიდან გაუსვლელად დიაგნოსტირებისთვის და საუკეთესო ფასად გამოსაცვლელად დააჭირეთ აქ.



2. დარბილებული რეზინები.

თითქმის ყველა სავალი ნაწილი რეზინებითაა დამზადებული. დროთა განმავლობასი ეს რეზინები ცვდება, დეფორმაციას განიცდის და ამის გამო წინიდან ყრუ კაკუნის ხმა გვესმის ხოლმე. ასევე არასწორ ზედაპირზე გადასვლისას ვგრძნობთ თუ როგორ მოძრაობს საჭიროზე მეტად საბურავები. ეს ერთი შეხევით არაფერია, თუმცა ამან შეიძლება საგზაო შემთხვევა გამოიწვიოს. საქმე იმაშია რომ ასეთ დროს საბურავები საკმარისად მყარად არ დგას, ამან კი უსწორმასწორო ზედაპირის ან გზაზე დაგროვებული წყლის შემთხვევაში შეიძლება ავტომობილის მართვის დაკარგვა გამოიწვიოს და სავალალო შედეგით დასრულდეს.



3. მყისიერი დამუხრუჭება, საფრთხე რომელმაც ერთხელ ორ საბურავზე დამაყენა.

2010 წელი იყო, Subaru Forester მყავდა და მარჯვენა სანაპიროთი ლაგუნა ვერედან დიღმისკენ მოვდიოდი. როგორც კი ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის ქვეშ შევედი ცივი მუხრუჭის ხმა გავიგე და დავინახე როგორ მოწყდა საპირისპირო მხარეს მძრავი Toyota Vitz და უკანა საბურავში დამარტყა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო რომ მანქანა მოსრიალდა და მარცხენა ორი საბურავი მთლიანად ჰაერში აიწია. მაშინ მანქანის დამორჩილება და გასწორება შევძელი. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა Vitz-ის გაუმართავი სავალი ნაწილების გამო მყისიერი დამუხრუჭებისას საჭე მძღოლს მარცხნივ გაექცა და ალბათობის თეორიიდან გამომდინარე მე შევრჩი ხელში. ნებისმიერი სავალი ნაწილის გაუმართაობა ავტომობილს უკარგავს მდგრადობას, შედეგად კი ასეთი რაღაცეები შეიძლება მოხდეს.




ამ და სხვა მიზეზების გამო აუცილებელია სავალი ნაწილების პერიოდი დიაგოსტიკა და შეკეთება. ხოლო თუ თქვენ ამის დრო არ გაქვთ, ჩვენ გავაკეთებთ ამას თქვენს მაგივრად. წავიყვანთ ავტომობილს, შევამოწმებთ, გეტყვით ზუსტად რა პრობლემა აქვს თქვენს რკინის მეგობარს და თუ თქვენ მოისურვებთ გავაკეთებთ კიდეც. თან ამ ყველაფერს სამუშაო დღის დასრულებამდე მოგისწრებთ და მინიმუმ 20%-ით უფრო იაფად ვიდრე თქვენ რომ წასულიყავით გასაკეთებლად.

დაინტერესდით? - უბრალოდ დაკლიკეთ აქ.

389 views0 comments

Comments


347 - 997 - 0910

info@thecaru.com

bottom of page